რა უფლებები დაემატა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის დროს
საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 აპრილამდე გამოცხადდა. პრეზიდენტის მიერ გამოცემულ და პარლამენტის მიერ დამტკიცებული დეკრეტი მთავრობას დამატებით დიდ უფლებამოსილებებს ანიჭებს.
მთავრობას უფლება აქვს, დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის წესები. ამ წესების დამრღვევ პირს კი სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მთავრობის მიერ დადგენილი გამონაკლისების გარდა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მოგზაურობა იზღუდება. გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტს შეუძლია დროებით შეცვალოს საქართველოში მგზავრების გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის წესი.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პერიოდში, მთავრობას აქვს უფლება, მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესებით საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოება განსაზღვროს.
აუცილებლობის შემთხვევაში, მთავრობას შეუძლია, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.
დადგენილი გამონაკლისის გარდა, იზღუდება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. აღნიშნულმა შეზღუდვამ საზოგადოებაში ორაზროვნება გამოიწვია. დეკრეტში საუბარი არაა, რამდენ ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება.
მთავრობას უფლება აქვს, აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანებს, კომპანიებსა თუ საჯარო დაწესებულებებს აუკრძალოს, შეუზღუდოს ან დაავალოს გარკვეული საქმიანობა. დადგინდება სანიტარიულ-ჰიგიენური წესები, რომლებიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს.
მინისტრთა კაბინეტს შეუძლია, მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების დაარეგულიროს. ამასთან, განათლების სისტემაში მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები და პირობები დაადგინოს. საჭიროების შემთხვევაში, მთავრობას შეუძლია, შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცება.
მთავრობას საშუალება ეძლევა, სარეზერვო ფონდის მაქსიმალური მოცულობა გაზარდოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების მთლიანი ოდენობის 5%-მდე. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ზღვრული მოცულობების მიღმა დაგეგმოს ან/და შეასრულოს დაგეგმილი პარამეტრები. საჭიროების შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის წარდგენა შეუძლია.
მთავრობას უფლება აქვს, შეაჩეროს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ფარგლებში ასიგნებების ხარჯვის უფლებამოსილება, საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებისა და მუხლების მიხედვით, ასევე, შეაჩეროს ან შეზღუდოს სახელმწიფო შესყიდვები შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV) კოდების მიხედვით.
იუსტიციის მინისტრს შეუძლია პირობით მსჯავრდებულებს ან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულებს რეჟიმი შეუცვალოს, ასევე, პრობაციის ოფიცრის გამოცხადების დრო და ადგილი დაარეგულიროს განსხვავებულად.
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს:
- ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას — ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის — 15 000 ლარის ოდენობით.
- ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები