მღვდლების თანდასწრებით განხილულ კანონპროექტს ფემიციდზე, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ფემიციდის შესახებ კანონპროექტს, რომლის განხილვაც მართლმადიდებელი სასულიერო პირების თანდასწრებით მიმდინარეობდა, მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრისას კანონპროექტის მხოლოდ 3 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი იყო. დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად 7 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
დღეს, 6 ივნისს, კომიტეტში სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება განიხილეს, რომლის მიხედვით ფემიციდი უნდა შევიდეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში. ავტორების აზრით, სისხლის სამსართლის კოდექსს უნდა დაემატოს 1081 მუხლი: ფემიციდი - გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, თამარ კორძაიას თქმით, სასჯელის მიზანია, ადამიანმა თავისი ქმედება გადახარშოს, მოინანიოს და გააცნობიეროს:
"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ცალკე ამ მუხლის გამოყოფა, დანაშაულის გააზრებაში გარდამტეხ ხასიათს შეიტანდა. ეს არ არის კანონი მამაკაცის წინააღმდეგ არამედ, ეს არის კანონი მოვლენის წინააღმდეგ. თუკი მამაკაცი ქალს კლავს იმიტომ, რომ არ მიიჩნევს თანასწორად, ან არ დაემორჩილა, კანონმა უნდა უთხრას მას, რომ ასეთი დამოკიდებულების უფლება არ აქვს".
სხდომის წამყვანის, გედევან ფოფხაძის მოსაზრებით, პროექტში იურიდიულად სწორი ფორმა არ არის შერჩეული და ცალკე მუხლად არ უნდა გამოვიდეს ფემიციდი:
"მე მაქვს ის განცდა, რომ ჩვენ კი უნდა გამოვკვეთოთ პრობლემა, მაგრამ თუ პროცენტებით არ ვმსჯელობთ, ასეთი ფორმით პრობლემის გამოკვეთა, შეიძლება, ნეგატიურიც იყოს. თუ ჩვენ ყველა დანაშაულის მოტივაციას გავაანალიზებთ და მერე ამ მოტივაციის მიხედვით სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლს შევქმნით, არ იქნება სწორი."
ფოფხაძის თქმით, აღნიშნული დანაშაული, შეიძლება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლში ჩაემატოს, როგორც დამამძიმებელი გარემოება.
სხდომას ესწრებოდა საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, ვინაიდან არ არსებობს ცალკე მუხლი, ამიტომ პროკურატურას არ აქვს ის სტატისტიკა, თუ ზუსტად რამდენი ქალი მოკლეს გენდერული ნიშნით და რამდენი სხვა მოტივით.
"ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ, 100 ქალის მკვლელობიდან რამდენი იყო მოტივირებული გენდერულად, რამდენი მკვლელობა იყო ჩადენილი სხვა მოტივით. ცალკე მუხლი შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს, რომ სწორად და ზუსტად დაინახოს პრობლემის სიმძაფრე, მასშტაბი და სწორად დაგეგმოს მასზე რეაგირება. სტატისტიკა სწორედ ერთ-ერთი არგუმენტია იმისა, თუ რატომ უნდა გამოიყოს ეს დანაშაული ცალკე".
სახალხო დამცველის აპარატის გენდერული დეპარტამენტის უფროსის, ეკა სხილაძის განმარტებით, 2014 წელს, 34 ქალი მოკლეს, აქედან 50%, ანუ 17 ქალი ოჯახის წევრის მიერ იქნა მოკლული, 2015 წელს კი, 28 შემთხვევა დაფიქსირდა:
"პრობლემის მოგვარების პირველი გზა არის პრობლემის აღიარება. რაც შეეხება იმას, თუ რა მასშტაბებისაა ეს დანაშაული, რა თქმა უნდა, ძალიან მასშტაბურია და ძალიან პრობლემურია თუნდაც ის 28 შემთხვევა, ან 34 შემთხვევა, რაც მოხდა. ძირითად შემთხვევებში, ასეთ დანაშაულს ჩადიან მეუღლეები, ყოფილი პარტნიორები ან პარტნიორები".
განხილვისას ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხომას ესწრებოდა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი გურამ ფალავანდიშვილი. მან დისკრიმინაციული ტერმინოლოგიით შეაფასა კანონპროექტი:
"მთელს მსოფლიოში ცნობილია, რომ ეს არის ლგბტ იდეოლოგიების შეკვეთა, რომელიც ოჯახის ინსტიტუტს ებრძვის. ამას გამოყავს, რომ ოჯახში კაცი არის ღონიერი, ქალი ფიზიკურად სუსტი და თავისთავად ძალადობა მოტივირებულია. ჩასაფრებული სოციალური მუშაკები, ვიღაც ლგბტ პირები და მათი დამცველი პარტიები ეგეთ შემთხვევას ელოდებიან, რომ სადღაც აფრიკაში ვიღაცებს ხოცავენ და მერე შემოაქვთ აქ კანონები, რომლებიც ოჯახს ანგრევს".
ასევე, განხილვას ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც. მამა დავით ნოზაძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ქალი კლავს თუ კაცი, ეკლესია ასე უდგება, რომ როცა ადამიანს ძალადობით მოკლავენ არის ცოდვა. ფალავანდიშვილის მსგავსად, სასულიერო პირის შეფასებაც იყო დისკრიმინაციული:
"თუ ეს ხდება ოჯახში, როცა კაცი ცოლს კლავს, ეს გაცილებით დიდი დანაშაულია. აქ თქვენ იმხელა ძალას ხარჯავთ, თუ როგორ იქნებოდა ეს კანონი უკეთესად, მე ვფიქრობ, უფრო კარგი იქნებოდა, რომ ოჯახში თანხმობა იყოს. ნუ აქეზებთ ქალებს, კაცებზე წინ დგახართო. ღმერთმა რო შექმნა ადამი და ევა, არ უთქვამს რომ ადამი იყო ევას უფროსი, რადგან ევამ აცდუნა ადამი, იმის მერე უთხრ,ა არ შენ იქნები ამის უფალიო, კაცი რომ მოძალადე არ ყოფილიყო, ამიტომ უთხრა. რადგან ღმერთმა ეს ძალა მიანიჭა იმიტომ, რომ შენ მასზე იუფლეო, ამიტომ კაცი არის უფრო შემწყნარებელი".
კანონპროექტის ინიციატორები არის რესპუბლიკური პარტიის წევრები თამარ ხიდაშელი და თამარ კორძაია. საქართველოს პარლამენტში აღნიშნული ინიციატივა 28 აპრილს შევიდა.
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვახმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ ხმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს
-
გადახედვაბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ ბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ
-
გადახედვამძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება მძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება
-
გადახედვაარაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები. არაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები.
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
-
-
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
კომენტარები