კურიერები უსაფრთხოების სადარაჯოზე — გაიცანით ვოლტის გმირები
როცა ჩინეთში, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში სრული კარანტინის გამო სიჩუმემ დაისადგურა, ცარიელ ქუჩებში მაინც ისმოდა სკუტერების და მოტოციკლების ხმა.
სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების კვებაზე, წამლებსა და სხვა აუცილებელ საჭიროებებზე კურიერები ზრუნავენ. მათ ყოველდღე გარეთ ყოფნა, ათობით მომხმარებელთან ურთიერთობა და შეკვეთების მიტანა საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად უწევთ.
სახლში დარჩენის რეკომენდაცია გაიცა საქართველოშიც. ამას დაემატა საგანგებო მდგომარეობაც, რის გამოც თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების კვებაზე კურიერებმა კიდევ უფრო ინტენსიურად დაიწყეს ზრუნვა.
ამ სტატიაში ვოლტის კურიერები გვიყვებიან, როგორია მათი ყოველდღიურობა კორონავირუსის დროს და რას ნიშნავს, ემსახურებოდე სახლში ჩაკეტილ ქალაქს.
რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება
"ვოლტის გმირი" შადიმანი გვიყვება, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვოლტის მომსახურებაზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა კურიერები კიდევ უფრო მოტივირებული არიან და აგრძელებენ საქმიანობას.
მისი თქმით, მოთხოვნა გაზრდილია კომპანიის მიერ დანერგილი უსაფრთხოების ზომების გამოც. ვოლტმა ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად დაამატა უკონტაქტო მიტანის სერვისი, რომლის მეშვეობით კურიერები შეკვეთას ზღურბლთან ან სხვა მითითებულ ადგილას უტოვებენ მომხმარებლებს.
"როგორც მთლიანად კომპანია, ისე კურიერები ვითვალისწინებთ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებს. ვიყენებთ ხელთათმანებს, პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს, კვების ობიექტებში კი ვიცავთ დისტანციას", — ამბობს შადიმანი.
შადიმანი გვიყვება, რომ მისთვის და თავისი კოლეგებისთვის უხანელი კურიერების გამოცდილება მისაბაძია. "უხანელმა კურიერებმა იკისრეს მნიშვნელოვანი მისია, როცა ქალაქი ჩაიკეტა და ადამიანებს სახლიდან გამოსვლა არ შეეძლოთ. ჩვენთვის ეს მაგალითია და მათ მსგავსად, მზად ვართ, ხალხის გვერდით ვიყოთ. რაც მთავარია, მომხმარებლებთან ურთიერთობისას ჩვენ ერთმანეთში ვცვლით იმედებს. სწორედ ესაა მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც გვაძლევს შემართებას, რომ ყოველდღე პასუხისმგებლობით ვაკეთოთ ჩვენი საქმე", — ამბობს ის.
პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე
კიდევ ერთი "ვოლტის გმირი", დათო, გვიყვება, რომ მომხმარებლების მიმართ პასუხისმგებლობას ყოველთვის გრძნობდა, თუმცა ამჯერად ცდილობს, კიდევ უფრო მეტად დაიცვას ისინი, საკუთარი თავი და ყოველდღიური საქმიანობისას ითვალისწინებს ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებს.
"მინდა, მომხმარებლები ყოველთვის კმაყოფილები იყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა კორონავირუსის პერიოდია თუ არა. განსხვავება ისაა, რომ ახლა კიდევ უფრო ვცდილობ დავიცვა ყველა რეკომენდაცია და არ შევუწყო ხელი ვირუსის გავრცელებას. ამ პირობებში უკონტაქტო მიტანა იდეალურია როგორც ჩვენთვის, ისე მომხმარებლებისთვის. ამიტომ, ვურჩევ მათ, დარჩნენ სახლში და გამოიყენონ ეს სერვისი", — ამბობს დათო.
თავის გამოცდილებაზე ისაუბრა კიდევ ერთმა "ვოლტის გმირმა", რადამაც, რომელიც ამ რთულ პერიოდამდეც გრძნობდა მომხმარებლების მხარდაჭერას.
"ხალხისგან დიდ მადლიერებას და მხარდაჭერას ვგრძნობ. ისედაც, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვიღებდი, რადგან ქალი კურიერები იშვიათია, თუმცა ახლა კიდევ უფრო მეტად გამოხატავენ სითბოს, მადლობას მიხდიან და უხარიათ ჩემი დანახვა. რაც მთავარია, მჯერა, რომ სიტუაცია არ გართულდება, კარგ ხასიათზე ვარ და იმედი მაქვს, სხვებსაც გავუზიარებ ამ განწყობას." რადა გვიყვება, რომ მომხმარებლები ზოგჯერ ერიდებიან კურიერებთან კონტაქტს. "ურჩევნიათ ძირს, კართან დავუდოთ პროდუქტები, ამიტომ მათ ვურჩევ, გამოყონ რაიმე ადგილი შეკვეთის დასატოვებლად, სადაც დაცული იქნება ჰიგიენური ნორმები და უფრო შეინარჩუნებენ უსაფრთხოებას", — ამბობს ის.
უსაფრთხოების ზომები
"ვოლტის გმირი" რევაზი გვიყვება, რომ მისი სამუშაო გრაფიკი მშვიდია და განსაკუთრებული დაძაბულობა ან სირთულეები არ ხვდება. მაქსიმალურად იცავს ჰიგიენურ ნორმებს, იყენებს პირბადეს, ხელთათმანს, სადეზინფექციო სითხეებს და, უმეტესად, უკონტაქტოდ ტოვებს შეკვეთას მომხმარებლებთან. "მომხმარებლებთან ტელეფონზე კონტაქტისას ვცდილობ, ვიხალისო, ვიხუმრო მათთან ერთად. ამიტომ, უმეტესად, ისინიც ჩვენ მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილი, გვისურვებენ ჯანმრთელობას და მადლიერები არიან ჩვენი მომსახურებით. ჩვენ მზად ვართ, რთულ ვითარებაში ვიყოთ მოქალაქეების გვერდით და დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია. მთავარია, ყველანი კარგ განწყობაზე ვიყოთ და თავს გავუფრთხილდეთ", — ამბობს რევაზი.
კურიერებისა და მომხმარებლების დასაცავად ვოლტმა უკონტაქტო მიტანის გარდა კიდევ ერთი ზომა შემოიღო — ამიერიდან ქალაქში რამდენიმე პუნქტი განთავსდება, სადაც დღის განმავლობაში კურიერები ჩანთების დეზინფექციას შეძლებენ. გარდა ამისა, ვოლტი თანამშრომლობს ისეთ რესტორნებთან, სადაც მაქსიმალურადაა დაცული უსაფრთხოების ზომები, იბარებენ მხოლოდ საგულდაგულოდ შეფუთულ პროდუქტებს. კომპანიის თანამშრომლების ნაწილი დისტანციურად მუშაობს, ხოლო კურიერებს რესტორანში შესვლის, ჰიგიენური ნორმების დაცვის და მომხმარებლებთან ურთიერთობის შესახებ დამატებითი რეკომენდაციები და წესები გადაეცათ.
"ვოლტის წინა ხაზზე"
"ვოლტის გმირების" საქმიანობაზე გვესაუბრა კომპანიის გენერალური მენეჯერი ნატალია ხიზანიშვილი. მისი თქმით, კურიერები კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. "კურიერები დგანან ვოლტის წინა ხაზზე. ისინი რთულ სამუშაოს ასრულებენ, განსაკუთრებით ამ პერიოდში და მინდა მადლობა გადავუხადო ასეთი საქმიანობისთვის. მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ვოლტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არიან და დიდ როლს თამაშობენ, რათა ხალხს შეუფერხებლად მიაწოდონ პროდუქტი თბილისსა და ბათუმში. მახარებს ის, რომ შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, მათ დადებითი მუხტი აქვთ შენარჩუნებული. ისინი ამტკიცებენ, რომ ნამდვილად არიან ჩვენი გმირები", — ამბობს ნატალია.
შადიმანი, რადა, რევაზი და დათო გვიყვებიან, რომ მადლიერებას მომხმარებლებისა და კვების ობიექტების პერსონალისგანაც გრძნობენ. მათი თქმით, ადამიანებს კარგად ესმით, თუ როგორ პირობებში უწევთ ახლა კურიერებს მუშაობა და ყოველთვის გამოხატავენ პატივისცემას.
თუ აქამდე ვოლტი სამსახურის ლანჩების განუყოფელი ნაწილი და ახალი რესტორნების მოსინჯვის საშუალება იყო, ახლა გარესამყაროსთან დამაკავშირებელ რგოლად იქცა. კურიერების გარეშე კი ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ასე, რომ თუ გინდათ, რომ თქვენც გაამხნევოთ ვოლტის კურიერები, ხალისიანად უპასუხეთ მათ ზარებს, შეუერთდით ვოლტის მეგობრებს და თუ შეგიძლიათ, წინასწარაც დაუტოვეთ ელექტრონული სამადლობელი.
როგორც აღმოჩნდა, სწორედ მადლიერების გრძნობა და საზოგადოების მიმართ საერთო პასუხისმგებლობა აძლევთ მათ ძალას, რომ რისკების მიუხედავად, განაგრძონ მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე ყოფნა.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები