ბრიტანეთი კორონავირუსის გამო მკაცრ ზომებს იღებს
ბრიტანეთი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მკაცრს ზომებს იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ბრიტანეთის პრემიერ მინისტრზე, ბორის ჯონსონზე დაყრდნობით ავრცელებს. შეზღუდვები სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.
"ვირუსის შესაჩერებლად ეროვნული მცდელობის გარეშე, დადგება მომენტი, როცა ჯანდაცვის სისტემა მას ვეღარ გაუმკლავდება. აღარ გვექნება საკმარისი სასუნთქი აპარატები, საწოლები, საკმარისი ექიმები და ექთნები", — თქვა ბორის ჯონსონმა.
ჯონსონის განმარტებით ადამიანებს სახლის დატოვება მხოლოდ შეზღუდული მიზნებისთვის შეეძლებათ:
- გადაუდებელი აუცილებლობის პროდუქტის შესაძენად;
- რაც შეიძლება იშვიათად გარეთ გასვლა სავარჯიშოდ, სარბენად, ველოსიპედით სასეირნოდ თუ სხვა;
- სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში;
- გამგზავრება სამუშაოდ ამ სამსახურისთვის მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუ ისეთი საქმის გაკეთება გიწევთ, რომელიც სახლიდან ვერ სრულდება.
ჩერდება სასწავლო დაწესებულებები და არ ჩატარდება გამოცდები, გარდა ამისა, ბავშვები არ უნდა დატოვონ მოხუცებთან და ბებია-ბაბუებთან, რომლებიც რისკჯგუფში არიან. ბორის ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ლონდონი ჩაიკეტოს. იკრძალება თავშეყრის ადგილები, თეატრი, კინო და სხვა მსგავსი დაწესებულებები კი იხურება.
მისი თქმით, მთავრობის მიერ გაცემული წესები და რეკომენდაციები ყველა მოქალაქემ უნდა დაცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას უფლება ექნება წესის დამრღვევები დააჯარიმოს.
ბრიტანეთში კროონავრისუსით 104 ადამიანი გარდაიცვალა და 2 626 დაინფიცირდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა. წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები