Game of Homes - თვითიზოლაციური თამაშები სახლში დარჩენის გასაადვილებლად
მოიწყინე? არ იცი რა აკეთო? გიჟდები?
ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ კი არა ყველას ესმის, იმიტომ რომ ყველანი ამ დღეში ვართ. კორონა ვირუსმა სახლში ყოფნა აქცია ყველაზე გავრცელებულ საქმიანობად. ადამიანები დისტანციურად მუშაობენ და სწავლობენ, თუმცა მუშაობის და სწავლის გარდა მნიშვნელოვანი ასევე თავისუფალი დროის სახალისოდ გატარება, გართობა, ერთმანეთთან ინტერაქცია და აქტიური ცხოვრების წესის შენარჩუნებაა.
თანამედროვე პრობლემები თანამედროვე გადაწყვეტას მოითხოვს, სწორედ ამ მიზნით, დემოკრატიის ლაბორატორიის, სექტორი 3-ის, კრაკენისა და imitom.ge-ს პარტნიორობით და ფონდი პროდემოსის მხარდაჭერით შეიქმნა ჯგუფი Game of Homes, რომლის მთავარი მიზანი თვითიზოლაციის რუტინის გასახალისებაა. ჯგუფი რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, უკვე 4000-ზე მეტი წევრი ჰყავს და მათ სახლის პირობებში ადვილად განსახორციელებელ თამაშებს, გამოწვევებსა და შეჯიბრებებს სთავაზობს.
ფეისბუქ ჯგუფში შეუძლია დაემატოს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც რა თქმა უნდა აქვს ფეისბუქ ექაუნთი. წესები მარტივია, ყოველდღიურად იპოსტება 4 დავალება, მონაწილეებმა კი ამ დავალების შესრულების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას პოსტის ქვეშ აკომენტარებენ. ყოველდღიურად გამოვლინდებიან შეჯიბრის გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ სპეციალური პრიზები.
გარდა ამისა ჯგუფში ყოველთვიურად თამაშდება ერთი მთავარი პრიზიც, რომელსაც ყველაზე აქტიური წევრი იგებს. მარტი-აპრილის თვეში ეს პრიზი Play Station 4-ია.
ნებისმიერი დავალების შესრულება შესაძლებელია სახლის პირობებში, მონაწილეობისთვის საჭიროა მხოლოდ სმარტფონი, იუმორი, ცოტა კრეატივი და რა თქმა უნდა ინტერნეტი.
სახლში ყოფნის გამრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადამიანების იზოლაციას, რითაც ვირუსის გავრცელების რისკები მინიმუმამდე დავიყვანთ. გარდა ამისა პროექტი ცდილობს დაეხმაროს მასში ჩართულ მცირე ბიზნესს გაყიდვების სტიმულირებაში, საკუთარი პროდუქციის რეკლამირებასა და ამ კუთხით მომხმარებლის წახალისებაში. შექმნას ერთიანობის, მხარდაჭერისადა საერთო პრობლემასთან ბრძოლის სულისკვეთება, ხელს შეუწყოს პოზიტიურ კომუნიკაციასა და ადამიანების ინტერაქციას.
პროექტს ერთობლივად ახორციელებს სექტორი 3, დემოკრატიის ლაბორატორია და კრაკენი ფონდ პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია საქართველოს ფოსტა და Glovo.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები