მარნეულელი ქალის ნათესავ ორსულს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
საქართველოში კორონავირუსი ორსულ ქალს დაუდასტურდა. ამის შესახებ მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ისაუბრეს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ინფიცირებული მარნეულელი ქალის ახლო ნათესავია, ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
"ჩვენი ჯგუფები მუდმივად მუშაობენ მარნეულში და ბოლნისში. ყველა კონტაქტის და შესაძლო შემთხვევის გამოკვლევა მიმდინარეობს. ეს ქალბატონიც ასე იქნა აღმოჩენილი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", — თქვა პაატა იმნაძემ.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 79 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
კომენტარები