გაბუნია: მოქალაქეებს რომ ვუთხრათ, მიდით, გადაიხადეთ თანხა და მიიღებთ პასუხს, არ არის სწორი მიდგომა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სახელმწიფო რჩება იმ აზრზე, რომ ინდივიდუალური სურვილის საფუძველზე კომერციული ტესტირება გამართლებული პრაქტიკა არ არის. მისი თქმით, ეპიდემიის დროს ტესტირების კომერციალიზაცია არაეთიკურია, მაგრამ ეს კერძო მიმწოდებლების პროცესში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
"ჩვენ რომ თავისუფლად, გარკვეული კომერციული ინტერესებისთვის მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ არის ტესტის ჩატარების შესაძლებლობა, მიდით, გადაიხადეთ გარკვეული თანხა და თქვენ მიიღებთ ტესტის პასუხს, ეს არ არის სწორი მიდგომა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთიანი ცენტრალიზებული ჩარჩო, როგორც ხარისხის კონტროლისთვის, ასევე, პასუხების ინტერპრეტაციისთვის, ასევე შემდეგი ქმედებისთვის, რომელიც უნდა ჯდებოდეს ერთიანი კლინიკური მართვის პროტოკოლის ფარგლებში ისევე, როგორც დიაგნოსტიკური ალგორითმის ფარგლებში", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.
ამ საკითხზე დღეს ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც. On.ge-ს კითხვის პასუხად მან განაცხადა, რომ სახელმწიფო ტესტების კომერციალიზაციას ეწინააღმდეგება, რადგან ასეთ დროს არავინ უნდა ისარგებლოს ადამიანების მდგომარეობით. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ სამედიცინო რეგულირების საანგეტოში სწრაფი ტესტების შემოტანის ნებართვა 8 კომპანიამ ითხოვა და 4-მა უფლება მიიღო. მისი თქმით, კერძო სექტორში კომერციული ტესტების ფასს სახელმწიფო დაარეგულირებს.
"ის საკითხი, რომ ჩვენ ვეწინააღდეგებით კომერციალიზაციას, არის იმის საპასუხოდ, რომ დღევანდელ მდგომარეობაში, არცერთ უწყებას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, არ აქვს უფლება, ნახოს მოგება ჩვენს ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ასეთი გამოწვევა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ კომერციული ფასების დადგენას ამ კომპანიებისას, რომელიც იყო უკვე დაფიქსირებული.
აქედან გამომდინარეთ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება თანხის ფიქსირება და გარკვეულ შემთხვევებში და უმეტესწილად ეს თანხები იქნება გადახდილი სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც იქნება ექიმის დამადასტურებელი ჩვენება ტესტირების ჩასატარებლად", — განაცხადა მან.
ბოლო რამდენიმე დღეა სწრაფი ტესტების საკითხი პოლიტიკური სპეკულაციებისა და კრიტიკის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს აქამდე უნდა ეზრუნა სწრაფი ტესტების შემოტანაზე და ეს მოსახლეობის უფრო ფართოდ ტესტირებას შეუწყობდა ხელს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია კი ამბობდა, რომ სწრაფი ტესტები პოლიტიკური ინსტრუმენტია ზოგიერთი "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის", რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, ამ სწრაფ ტესტს, შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს. მისივე განმარტებით, სწრაფი ტესტები პანაცეა არაა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები