რა საიდუმლოს მალავს ჩვენი დნმ
კაცობრიობა დასაბამიდან ცდილობს საკუთარი თავისა და გარშემო არსებული ცოცხალი სამყაროს შეცნობას. გენეტიკური კოდის გაშიფვრა, გენების ანალიზის მეთოდებისა და ტექნოლოგიების სწარაფი განვითარება და კომეცრიალიზაცია წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია.
დღეს რამდენიმე საათშია შესაძლებელი ნებისმიერი გენომის თანმიმდევრობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მოპოვება, თუმცა, სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ, ეს ფანტასტიკის ჟანრის სცენარს ჰგავდა. სცენარის ასეთ სწრაფ ცვლილებას უამრავი მეცნიერის მრავალწლიანი შრომა დასჭირდა.
ამ მეცნიერთა შორის იყო ფრედერიკ სანგერი, რომელმაც ბაქტერიოფაგ ΦX174- ის სრული გენომის სექვენირება, თანმიმდევრული ანალიზი, 1977 წელს შეასრულა (Sanger, Air et al. 1977). გენომი ორგანიზმის უჯრედში შენახული მემკვიდრული მასალის ერთობლიობაა. ის შეიცავს ბიოლოგიურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის აგებისა და მხარდაჭერისთვის. გენომების უმეტესობა, მათ შორის ადამიანისა და სიცოცხლის ყველა სხვა უჯრედული ფორმისთვის, აგებულია დნმ-სგან, თუმცა ზოგიერთ ვირუსს აქვს რნმ-ისგან შემდგარი გენომი. სანგერის გამოკვლევა, რომელიც პირველი თაობის სექვენირების ტექნოლოგიით განხორციელდა, გენომის ერის დასაწყისად ითვლება. ამ მეთოდის მოდიფიკაცია დაედო საფუძვლად ადამიანის გენომის პროექტს, რომლის დროსაც მოხდა ერთი გენომის სრული სექვენირება. მიუხედავად უზარმაზარი საფასურისა ($3 მილიარდი), ეს სამუშაო უდიდესი ენთუზიაზმით ხორციელდებოდა 13 წლის განმავლობაში, 1990-2003 წლებში.
რატომაა მნიშვნელოვანი გენეტიკური კოდის გაშიფვრა?
მთლიანი გენომის მიუკერძოებლად და სისტემურად გაშიფრა დღესვე უამრავ სამეცნიერო, სამედიცინო და კომერციულ შესაძლებლობებს ბადებს, თუმცა მთლიანი გენეტიკური კოდის თანმიმდევრობის გაშიფვრის მაქსიმალურად განზოგადებული მნიშვნელობა შემდეგია:
- ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის და ასევე, პოპულაციების სრული გენეტიკური თანმიმდევრობისა და გენეტიკური ვარიანტების შესახებ შეგროვილი ინფორმაცია შესაძლოა უსასრულოდ იყოს შენახული, პოტენციურად იგივე ორგანიზმების აღდგენის შესაძლებლობით მომავალში. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად აძლიერებს და აზღვევს ამ პოპულაციების სიცოცხლისუნარიანობას.
- გენეტიკურ თანმიმდევრობაში ჩაქსოვილია თითოეული ცოცხალი ინდივიდის დამახასიათებელი ფენოტიპი, ე.ი. ორგანიზმის ისეთი თვისება, რაც შეიძლება შევამჩნიოთ და აღვწეროთ მისი გენეტიკური მასალის გარჩევის გარეშე. მათ შორისაა ხასიათი, ქცევა, უნარები და ასევე დაავადებებისადმი მიდრეკილება თუ რეზისტენტულობა. გენებს გააჩნიათ ფუნქცია და გენომის ფუნქციური დახასიათების გზაზე პირველი ნაბიჯი მთლიანი თანმიმდევრობის და მისი ვარიაციების ცოდნაა. გენების ფუნქციური შესწავლა სასიცოცხლო პროცესების რეგულირებისა და კონტროლის არნახულ შესაძლებლობებს წარმოშობს.
გენეტიკური კოდის გაშიფვრა და სიცოცხლის მტერი - სიმსივნე
ბიოსამედიცინო კვლევებში გენომის გაშიფვრის ცენტრალური როლი და მნიშვნელობა განპირობებულია გენეტიკური კოდის უნიკალური უნარით, შეინახოს სრულყოფილი სასიცოცხლო ინფორმაცია პატრონი ბიოლოგიური ორგანიზმის შესახებ.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კლინიკური დიაგნოსტიკისა და კვლევის ერთდროული წარმოების მაგალითია დნმ-ით კიბოვანი დაავადებების დიაგნოსტიკა.
დნმ-ის საშუალებით პირველად სიმსივნის სექვენირება მოხდა 2003 წელს (Ley, Minx et al. 2003), როდესაც 140 მწვავე მიელოიდური ლეიკემიის კიბოს ნიმუშის ეგზომის სექვენირებით ექვსი უკვე ცნობილი და მეშვიდე ახლი მუტაცია დადგინდა. მის შემდეგ მუდმივად მიმდინარეობს მსგავსი კვლევები, ანუ კიბოვანი მუტაციების შესახებ ინფორმაციის ძიება, გროვება და დახარისხება და ამ პროცესს კოორდინირებას კიბოს საერთაშორისო კონსორციუმი (ICGC) უწევს.
კლინიკაში სიმსივნეების მართვის ერთ-ერთი მაგალითია მიჩიგანის პედიატრიული ონკოლოგიის სექვენსირების პროგრამის (MI-ONCOSEQ) კვლევები როდესაც მათ განახორციელეს სიმსივნური და გამეტების დნმ-ის ეგზომის სექვენირება და სიმსივნური რნმ-სექვენირება. მონაცემთა ინტეგრირებული ანალიზის საფუძველზე მკვეთრად შეიცვალა 46% პაციენტების მკურნალობის მართვა და 14% პაციენტების მკურნალობის მეთოდები. საბოლოო შედეგად, 10% პაციენტებში ნაწილობრივი ან სრული რემისია აღინიშნა.
დღესაც, მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ინსტიტუტებში აქტიურად მიმდინარეობს კვლევები, რომლებიც ყოველ წელს ახალ ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი გენეტიკური კოდის შესახებ. რაც იმას ნიშნავს, რომ მალე, ადამიანი შეძლებს მთლიანად შეიმეცნოს საკუთარი გენეტიკური კოდი და ამ ინფორმაციის შესაბამისად იცხოვროს.
ავტორი: ნათია ცაბუტაშვილი
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები