$5 ტრილიონი ვირუსთან საბრძოლველად და დაჯარიმებული ჰუმანიტარული აქცია — 26 მარტის შეჯამება

ფოტო: Rietschel/Pool via AP
26 მარტის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 523 892;
- გარდაცვლილი — 23 647 ;
- გამოჯანმრთელებული — 123 322.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა —79 ;
- გამოჯანმრთელებული — 11;
- კარანტინის რეჟიმში — 4 427.
დღის ფაქტი
G20-ის ლიდერები შეთანხმდნენ, $5 ტრილიონი გამოყონ კორონავირუსთან საბრძოლველად

G20-ის ლიდერების ვიდეოკონფერენცია
ფოტო: Getty Image
ონლაინ შეხვედრისას G20-ის ლიდერები შეთანხმდნენ, $5 ტრილიონი დაიხარჯოს კორონავირუსის პანდემიის დასამარცებლად და მსოფლიო ეკონომიკის სტიმულირებისათვის. ასევე, მათ განაცხადეს, რომ იზრუნებენ პირველადი საჭიროების ნივთებისა და მედიკამენტების დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
დღის ფოტო: ატირებული ექიმები ესპანეთში

ფოტო: Susana Vera / Reuters
რა ხდება მსოფლიოში
- ინფიცირებულთა რიცხვით იტალია თითქმის გაუთანაბრდა ჩინეთს, სხვაობა 1 000-ზე ნაკლებია;
- აშშ-ში ინფიცირების 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ გარდაცვლილია 1 177 ადამიანი;
- ესპანეთში კორონავირუსით 4000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა;
- ესპანეთში სამედიცინო დაწესებულებების 6500-ზე მეტ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს, 37 კი ამ დიაგნოზით დაიღუპა;
- აშშ-ის სენატმა კორონავირუსის გამო ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2-ტრილიონიანი გეგმა დაამტკიცა;
- კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ეთიოპიაში 4 000-ზე მეტი პატიმარი შეიწყალეს;
- დიდი ბრიტანეთი $250 მილიონს დახარჯავს კორონავირუსის ვაქცინის შემუშავებისთვის;
- უნგრეთში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე კორონავირუსით დაიღუპა;
- ბოსტონის კლინიკაში სამედიცინო ჰოსპიტალის 100-ზე მეტ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა;
- ესპანეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი აღმოაჩნდა;
- დიდ ბრიტანეთში ახალი ტიპის მარტივი სასუნთქი აპარატები 1 კვირაში დაამზადეს;
- NBCUniversal-ის გენერალურ დირექტორს კორონავირუსი დაუდგინდა;
- BBC HD ხარისხით მაუწყებლობას დროებით აჩერებს, რომ დიდ ბრიტანეთში ინტერნეტზე დატვირთვა შემცდირდეს;
- კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო ნიდერლანდებში ყვავილების განადგურება უწევთ;
- ტეილორ სვიფტმა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო ფანებს კომუნალური გადასახადები დაუფარა;
- კორონავირუსის გამო კანის კინოფესტივალის გადადების შემდეგ, შენობა უსახლკაროებს დაუთმეს.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
კორონავირუსით ინფიცრებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა
Wordlometers-ის მონაცემებით, ინფიცირებულია 524 007 ადამიანი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკურ რუკაზე კი ჯერ მხოლოდ 521 086 შემთხვევაა ასახული.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსისგან გარდაიცვალა 23 670, გამოჯანმრთელდა — 123 322 პირი.
რა ხდება საქართველოში

ფოტო: რადიო ათინათი
საქართველოში დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა, თუმცა დღესვე 11-მდე გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
დღის მთავარ თემა ქვეყანაში ისევ სწრაფი ტესტები და პირბადეებია. ორივე საკითხი პოლიტიკური დავის საგანი გახდა.
კერძოდ, ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ სწრაფი ტესტების ქვეყანაში შემოტანა დააგვიანა და მისი კომერციალიზაცია არ ხდება, ხელისუფლებაში კი ისევ აცხადებენ, რომ ეპიდემიის დროს კომერციალიზაცია არაეთიკურია და ამაზე თვითონ იზრუნებენ. ამ მხრივ არის სიახლეც, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 4 კომპანიას სწრაფი ტესტების შემოტანის უფლება მისცა, თუმცა მინისტრის თქმით, კომერციულ ფასს სახელმწიფო დაარეგულირებს.
- გაბუნია: მოქალაქეებს რომ ვუთხრათ, მიდით, გადაიხადეთ თანხა და მიიღებთ პასუხს, არ არის სწორი მიდგომა
- გაბუნია: ყველას რომ ჩაუტარდეს ტესტირება, ამას არც რესურსი ეყოფა და არც გონივრული საფუძველი არსებობს
რაც შეეხება პირბადეებს, ამჯერად კრიტიკა არა დეფიციტს, არამედ მათი დარიგების მცდელობას მოყვა. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იდეით, ორგანიზაცია ახალგაზრდა ლიდერების ინიციტივამ ზუგდიდში ჰუმანიტარული აქცია დაგეგმა, სადაც პირბადეებსა დაპირველადი საჭიროების ნივთებს არიგებდნენ. ქალაქში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა, რითიც საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული 10-კაციანი შეზღუდვა დაირღვა.
მომხდარის გამო ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ ბოდიში მოიხადა სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ ორგანიზატორები ამდენი ხალხისთვის მზად არ იყვნენ და პოლიციამ სიტუაცია ვერ გააკონტროლა. შსს-მ აქციის ორგანიზატორები 15 000 ლარით დააჯარიმა.
ამავე თემაზე:
- ქველმოქმედება კარგია, მაგრამ საჭიროა რეკომენდაციების გათვალისწინება — ტიკარაძე ზუგდიდში პირბადეების დარიგებაზე
- არ არის ქულების დაწერის და პიარის დრო — იმნაძე ზუგდიდში პირბადეების დარიგებაზე
- სააკაშვილის პოლიტიკური მკვდრეთიდან აღდგომის ეს მცდელობა არის უზნეო — ვოლსკი ზუგდიდში ხალხმრავლობაზე
სხვა მნიშვნელოვანი ამბები საქართველოში:
- მარნეულელი ქალის ნათესავ ორსულს კორონავირუსი დაუდასტურდა
- მარნეულში ვირუსის ფართო გავრცელება ჯერჯერობით არ გვაქვს — იმნაძე
- 27 მარტის გაცვლითი კურსით ლარი ისევ გაუფასურდა
- StopCov ფონდში 12.5 მილიონი ლარი შეგროვდა
- მიუსაფარი ბავშვებისთვის სპეციალური საკარანტინო სივრცე გამოიყო
- საგარეო საქმეთა სამინიტროს თქმით, ესპანეთში და საფრანგეთში დარჩენილები საცხოვრებლითა და პროდუქტით უზრუნველყვეს
- თბილისის მერიის ფეისბუქგვერდზე ქართველი მუსიკოსები და მომღერლები ონლაინკონცერტებს გამართავენ
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
მეუფე იაკობმა, ხატთან ერთად, ვერტმფრენით თბილისს შემოუფრინა და დალოცა

ფოტო: საპატრიარქო
საპატრიარქო ისევ უარზეა ღვთისმსახურება შეაჩეროს და კორონავირუსის პრევენციისთვის ეკლესიურ რიტუალებს მიმართავს. დღეს, პატრიარქის კურთხევით, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით თბილისს ვერტმფრენით შემოუფრინა და ქალაქი დალოცა.
"ახლო მომავალში დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე", — აღნიშნავენ საპატრიარქოში.
დღის ფრაზა: "არ არის საჭირო ეს ერთი თვე სახლებში 10-კაციანი სუფრები, მერე მე დაგპატიჟებთ"

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სოციალური დისტანცირებისკენ და აღნიშნა, რომ ამ წესს ყველა არ იცავს.
"არ არის საჭირო ეს ერთი თვე სახლებში 10-კაციანი და 20-კაციანი სუფრები ისევ და ისევ. გვიყვარს ქართველებს კი, რა ჯობია ახლა. მერე თქვენ დაგპატიჟებთ მე ერთად წავიდეთ სადმე, როცა დამთავრდება ეპიდემია. სიამოვნებით, თქვენთან ერთად ვიმხიარულოთ, მაგრამ ახლა თვე, თვენახევარი, ორი თვე გავიჭირვოთ სულ ყველამ", — განაცხადა მან.
კარგი ამბავი: თბილისის ქუჩებში მცხოვრებ ძაღლებს საკვებს მიუტანენ
მაღაზია ზუმარტმა გამოთქვა სურვილი, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში თბილისის ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებს საკვები მიუტანონ. ზუმარტმა ქალაქის მერიას ცხოველებისთვის ხუთი ტონა საკვები შესთავაზა და სთხოვა ორგანიზება თავად გაუწიონ მათ გამოკვებას. თბილისის მერიაში On.ge-ს უთხრეს, რომ აუცილებლად გამოიყენებენ ამ შემოთავაზებას.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
იზოლაციის პირობებში თბილისის მაცხოვრებელმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება გადაწყვიტა და ველოსიპედით გაისეირნა, თან არც მეტი არც ნაკლები, სახლის სახურავზე.
იგივეს გამეორებას არ გირჩევთ, მაგრამ შეგიძლიათ ამ ვიდეოს ყურებით იხალისოთ.
დღის რჩევა
რა უნდა იცოდეთ, თუ პანდემიის გამო სამსახურის დაკარგვა გემუქრებათ
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გამოაქვეყნა რეკომენდაციები, სადაც ყველა დასაქმებულს იმ სამართლებრივ უფლებებს აცნობს, რომლებითაც სარგებლობა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მათ სამსახურის დაკარგვის საფრთხე შეექმნებათ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი კომპანიების საქმიანობა არსებული მდგომარეობის გამო დროებით მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებულია, ეს გარემოება დამსაქმებელს არ აძლევს საშუალებას, რომ თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობა კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდის გარეშე შეაჩეროს.
ორგანიზაციის განმარტებით, დამსაქმებელმა არსებული გარემოება, ასევე, შესაძლოა, მიიჩნიოს, როგორც დაუძლეველ ძალად, იგივე ფორს-მაჟორად, რა დროსაც დამსაქმებელიც და დასაქმებულიც ვალდებულებებისგან თავისუფლდებიან. თუმცა, ფორს-მაჟორი მაშინ აუქმებს მანამდე მიღებულ სამუშაო შეთანხმებას, თუ ორივე მხარეს (დამსაქმებელი და დასაქმებული) ნაკისრი პასუხისმგებლობების შესრულება მათგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებების გამო არ შეუძლია.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ნახეთ წინა შეჯამებები:
- 25 მარტი: ინფიცირებული პრინცი დიდ ბრიტანეთში და ეკლესიის უცვლელი პოზიცია საქართველოში
- 24 მარტი: 21 თეთრით გაუფასურებული ლარი და ეპიდაფეთქების რისკი აშშ-ში
- 23 მარტი: დაჩქარებული პანდემია და მკაცრი საკარანტინო ზონა საქართველოში
- 22 მარტი: ნგელა მერკელი კარანტინში და საკვირაო წირვები საქართველოში
- 21 მარტი: აქართველოს საგანგებო მდგომარეობა და გარდაცვლილთა ზრდა იტალიაში
- 20 მარტი: ოციალური დისტანცირება, როგორც გადარჩენის გზა
- 19 მარტი: "გამარჯობა, თქვენ კორონას პაციენტთან ახლოს იყავით"
- 18 მარტი: ბრიტანეთი ჯოგური იმუნიტეტის ამბიციური გეგმიდან უკან იხევს
- 17 მარტი: შეჩერებული "მარშრუტკები" და ბრაზილიის ციხიდან გაქცეული პატიმრები
- 16 მარტი: პირველი გამოჯანმრთელებული საქართველოში და ევროპის ჩაკეტვის მოლოდინი
- 15 მარტი: გამკაცრებული შეზღუდვები და ფანჯრები, როგორც ერთადერთი გასართობი
- 14 მარტი: ესამეული გადაცემის ფაქტი საქართველოში და კრიზისი ესპანეთში
- 13 მარტი: კორონავირუსის სტატისტიკა და ახალი ამბები
- 12 მარტი: რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები