ნახეთ პროდუქტები, რომლებიც კომპანიებს შეუფერხებელ ფუნქციონირებაში ეხმარება
ნებისმიერი დიდი გამოწვევა ბიზნესისგან ადაპტაციის უნარს მოითხოვს. პანდემიის გამო შექმნილ სიტუაციაში კომპანიის მფლობელებს მოქნილობის გამოჩენა და საოპერაციო ნაწილის შეცვლა მოუწიათ. ამ ცვალებად პირობებში კი ბიზნესისთვის განკუთვნილი დისტანციური სერვისები უცვლელი და საიმედო დასაყრდენი აღმოჩნდა.
მოდი, დავიწყოთ ბიზნეს ონლაინბანკით:
ბიზნეს ინტერნეტბანკი ახლახან განახლდა. ის ახლა ორჯერ უფრო სწრაფი, ვიზუალურად დახვეწილი და ფუნქციურად კიდევ უფრო გამართულია. ბიზნეს ინტერნეტბანკის მრავალფუნქციურობასა და საქართველოს ბანკის მიერ შემოთავაზებულ ბიზნესისთვის საჭირო სხვა ფინანსურ პროდუქტებზე ამ სტატიაში მოგიყვებით.
როგორ გამოვიყენო ბიზნეს ინტერნეტბანკი?
ბიზნეს ინტერნეტბანკით სარგებლობა მოსახერხებელია. მისი აქტივაცია უფასოა. ასევე უფასოა გადარიცხვა ან კონვერტაცია საკუთარ ანგარიშებს შორის, გადარიცხვა საქართველოს ბანკში გახნილ ანგარიშებზე ნებისმიერ ვალუტაში და მომსახურების საკომისიოც კი. დასარეგისტრირებლად მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გავლა დაგჭირდება:
ბიზნეს ინტერნეტბანკი სხვადასხვა ფუნქციებს ითავსებს. მისი მეშვეობით:
- მართავ კომპანიის ანგარიშებსა და ბარათებს
- გადარიცხავ თანხებს ინდივიდუალურად ან პაკეტურად
- გადაიხდი კომუნალურ ან სხვა გადასახადებს
- გახსნი და აკონტროლებ დეპოზიტებს
- მოითხოვ სესხს და დაფინანსებას
- მიიღებ ინფორმაციას შესრულებული ოპერაციების შესახებ
- შეავსებ განაცხადებს სხვადასხვა პროდუქტისთვის
- თვალს ადევნებ ვალუტის კურსების დინამიკას
- დააკონვერტირებ თანხას შეღავათიანი კურსით
- დაარეგისტრირებ IPAY.GE-სა და პოსტერმინალის განცხადებას
კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქციაა Swift Tracking, რომლის მეშვეობით პირდაპირ რეჟიმში თვალს ადევნებ ტრანზაქციას და და ნახავ, თუ რა ეტაპზეა გადარიცხვის პროცესი.
ბიზნეს ინტერნეტბანკი მათზეც ზრუნავს, ვინც რამდენიმე კომპანიას მართავს. კომპანიების ყველა ანგარიშზე წვდომა ერთიანი იდენტიფიკაციის სისტემის მეშვეობითაა შესაძლებელი რის გამოც რამდენიმე ინტერნეტბანკის გამოყენება აღარ გჭირდება. დისტანციურადაა შესაძლებელი თანამშრომლებისთვის ბიზნეს ინტერნეტბანკის გააქტიურება და შესაბამისი უფლებების მინიჭებაც. ამისთვის კი ადრე ბანკში ვიზიტი და მინდობილობის გაკეთება იყო საჭირო.
რაც მთავარია, დროის დაზოგვისა და საბანკო ოპერაციების დისტანციურად შესრულების პროცესის შესამსუბუქებლად საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი სიახლე დანერგა — ბიზნეს ინტერნეტბანკი უკვე მობილური ვერსიითაცაა ხელმისაწვდომი.
უსაფრთხოება
უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როცა საქმე ფინანსებს ეხება. ბიზნეს ინტერნეტბანკში ანგარიშების დასაცავად უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენება. თუმცა, მეტი სიმშვიდისთვის პროგრამა 3 თვეში ერთხელ პაროლის განახლებას მაინც მოგთხოვთ. უსაფრთხოებისთვის ავტორიზაციის ორი სახე არსებობს: მარტივი და რთული ავტორიზაცია.
მარტივი ავტორიზაცია
მარტივი ავტორიზაციისთვის შეგყავს მხოლოდ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რაც თავის მხრივ კონფიდენციალურია და მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ.
რთული ავტორიზაცია
რთული ავტორიზაციისას მომხმარებლის სახელსა და პაროლთან ერთად ერთჯერადი SMS კოდიც დაგჭირდებათ მეტი დაცულობისა და უსაფრთხოებისთვის. SMS კოდების მისაღებად, შეგიძლიათ შეიძინოთ ფიზიკური დიჯიპასი ან გადმოწეროთ აპლიკაცია.
თუ მომხმარებლებზე ზრუნავ...
გამოიყენე Apple Pay
უსაფრთხოების ზომების გაძლიერება კომპანიებს ნაღდი ფულის გამოყენების შემცირებით შეუძლიათ. Apple Pay-ით ონლაინ გადახდების წარმოება კარგი საშუალებაა ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად და მომხმარებელთა დასაცავად. შესაბამისი ტექნიკური დეტალების გამართვის შემდეგ, მომხმარებელი ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე დაასრულებს გადახდას Apple-ის ნებისმიერ მოწყობილობაზე თითის ანაბეჭდის ან Face ID-ს საშუალებით.
სცადე გატერმინალება
აპლიკაციის მეშვეობით შენი მობილური პოსტერმინალად იქცევა. მისი მეშვეობით მომსახურების საფასურის გადახდა 50 ლარის ფარგლებში მარტივდება: შესაძლებელია ავტორიზაცია SMS-ით, სურვილის მიხედვით გადახდის გაუქმება, მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება, ელექტრონული ჩეკის გაგზავნა. ამ აპლიკაციის მეშვეობით საქართველოს ბანკში დარეგისტრირებულ იმ ბიზნესებს, რომლებიც ტერმინალებს არ ფლობდნენ, შეუძლიათ ნაღდი ფულის გამოყენება შეამცირონ და გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები.
მოითხოვე ჭკვიანი პოსტერმინალი
ჭკვიანი პოსტერმინალი ორი სხვადასხვა აპარატის ფუნქციებს ასრულებს. ესაა პოსტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით. მისი მეშვეობით მარტივდება ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პროცედურები, ზოგავ სალარო აპარატის ხარჯებს, ხოლო ბარათით და ნაღდი ფულით გადახდა კიდევ უფრო მოსახერხებელი ხდება.
შესთავაზე მომხმარებლებს IPAY.GE
IPAY.GE საუკეთესო დამხმარეა ონლაინ შოპინგისთვის. ამ ფუნქციის დამატება შენს ონლაინ მაღაზიის ვებსაიტზე დისტანციურად შეგიძლია, რის შემდეგაც მომხმარებლებს ხელი მიუწვდებათ სანდო და მარტივ გადახდის მეთოდზე ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. ამით თავიდან აირიდებ ნაღდი ფულის გადმორიცხვას. IPAY მოსახერხებელია მომხმარებლებისთვისაც. მისი მეშვეობით Mastercard, Visa თუ American Express ბარათებით მარტივადაა შესაძლებელი ონლაინ მაღაზიებში სხვადასხვა პროდუქტის შეძენა. მცირე და საშუალო ბიზნესების მფლობელებს კი ის საშუალებას აძლევს მარტივად მართონ გადახდები და გაეცნონ ანალიტიკურ ინფორმაციას.
ასე რომ, ბიზნესის მართვა დისტანციურად და უკონტაქტოდაც შეიძლება. იმ დროს, როცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შინ დარჩენას, საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი და სხვა პროდუქტები მომხმარებლებსა და ბიზნესის მფლობელებს უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ უხსნის გზას.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები