რა კარგია, რომ შეგხვდი. ახლა უკან დაიხიე! — სოციალური დისტანცირების ეტიკეტი
ჩვეულებრივ, კულტურა განსაზღვრავს იმას, ადამიანები შეხვედრის დროს ერთმანეთს ხელს ართმევენ, ლოყაზე კოცნიან, ეხუტებიან თუ ცხვირებს ადებენ. თუმცა ახლა ნამდვილად აღარაა ასე.
ზოგი ინტროვერტი სოციალური დისტანცირების საჭიროებას ალბათ გულის სიღრმეში მიესალმება კიდეც, თუმცა დანარჩენი სამყარო ცდილობს, იპოვოს გზები გრძნობების შეხების გარეშე გამოსახატად.
კულტურა, ხასიათი, გენდერი და თავად ურთიერთობის ფორმა გვკარნახობს, რა სიხშირით ვეხებით ადამიანს შეხვედრისას. მისალმების ამ მნიშვნელოვანი რიტუალის მიღმაც შესაფერისად შეხება ემსახურება ემოციური კავშირების გაძლიერებასა და ურთიერთობების სტატუსის განსაზღვრას ორ ადამიანს შორის — განურჩევლად იმისა, ოჯახის წევრები არიან ისინი, მეგობრები, კოლეგები თუ უცნობები.
ხელები შორს
ხელის ჩამორთმევა კი მნიშვნელოვანია, მაგრამ პირადი უსაფრთხოება ყველაფერზე მაღლა დგას. არ ხარ ვალდებული, ვინმეს ხელი ჩამოართვა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეს შემოგთავაზეს.
როგორ უნდა გავუმკლავდეთ მსგავსი უარით გამოწვეულ უხერხულობას? ყველაზე კარგი რჩევა, ამაზე რაიმეს თქმა არის — ოღონდ მოკლედ; არ არის საჭირო თავის მართლება და ხანგრძლივი განმარტებები.
ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმის დროს იმოქმედე აუღელვებლად და პირველივე შესაძლებლობისთანავე ახსენე კორონავირუსი. აღნიშნე რაიმე მარტივი და მრავლისმთქმელი; ვთქვათ — "კორონავირუსის გამო ამ ეტაპზე ხელის ჩამორთმევას ვერიდები". ან თუ გსურს, სრულიად ნათელი იყოს ის, რომ შემხევდრმა შენი ქცევა პირად შეურაცხყოფად არ უნდა აღიქვას, შეგიძლია, უბრალოდ თქვა, "ხელს არავის არ ვართმევ".
ამ დროს გადამწყვეტი ტონია, რომელსაც სათქმელის გამოსახატად იყენებ. უმჯობესია, თუ ის მსუბუქი და ხუმრობანარევიც კი იქნევა. ასევე, სიტუაციის მეტად განსამუხტად, შეგიძლია, რაიმე მეგობრულიც დაურთო, მაგალითად — "ძალიან გამიხარდა შენი ნახვა".
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გაიღიმე. სახის გამომეტყველება ხელით შესრულებულ მოძრაობაზე მნიშვნელოვანია. თუკი მსგავს სიტუაციებში თავს უხერხულად გრძნობ, თავს მიზანმიმართულად ძალა დაატანე, რომ გაღიმება არ დაგავიწყდეს. ეს რჩევა განსაკუთრებით კაცებს გამოადგებათ, რადგან ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ისინი ქალებთან შედარებით ნაკლებად იღიმიან.
მაშინ, როცა ხელის ჩამორთმევა ან თუნდაც იდაყვის მირტყმა მისალმების სწორ ფორმად აღარ განიხილება, შეგიძლია გამოიყენო ისეთი საშუალებები, როგორებიც ფიზიკურ კონტაქტს არ მოითხოვს; მაგალითად, ცერა თითების აწევა, "ნამასტეს" სტილში ხელის გულების შეტყუპება ან თუნდაც ირონიული "ჯაზის ხელები", თუ ფიქრობ, რომ ხუმრობას დაგიფასებენ.
ჩახუტების თავიდან არიდება
მაშინ, როცა უმნიშვნელოვანესია საკუთარი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის ზრუნვა, ეტიკეტის დასაცავი უმთავრესი პრინციპი სხვა ადამიანებისთვის იმის ჩვენებაა, რომ მათ გრძნობებს საკუთარ კომფორტზე მეტად აფასებ და უფრთხილდები. შეეცადე, შენი ქცევა მასზე უფრო იყოს ორინტირებული, ვიდრე — შენს თავზე.
მაგალითად, პოტენციური ჩახუტებისგან თავის ასარიდებლად შეგიძლია, პირველი ნაბიჯი შენ გადადგა იმის აღნიშვნით, თუ როგორ გიხარია ამ ადამიანთან შეხვედრა და რა სამწუხაროა, ჩახუტება რომ არ შეგიძლიათ. ამით თავიდან აირიდებ იმით გამოწვეულ უხერხულობას, როცა შემხვედრი შენ ჩასახუტებლად იწევს, შენ კი სხეულის უხერხული მოძრაობით გიხდება თავის დაძვრენა. პროაქტიურობა აჩვენებს, რომ სხვების გრძნობებს პატივს სცემ და ამას წინასწარვე გამოხატავ.
კიდევ ერთი გზა ამის გასაკეთებლად ვირუსის შეჩერებისთვის კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობაზე ხაზგასმა არის. ნათელი გახადე ის, რომ ფიზიკური კონტაქტისგან თავის არიდებით სხვა ადამიანისა და საკუთარ უსაფრთხოებას უფრთხილდები. ეს სტრატეგია განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება ხანდაზმულ ნათესავებთან.
მანერები საქმიანი შეხვედრების წარმატებასაც განსაზღვრავს
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში არც ჩახუტებაა შესაძლებელი და არც ხელის ჩამორთმევა, ზემოთ განხილული საბაზისო ეტიკეტის პრინციპები აქაც მოქმედებს. თუ სახლიდან მუშაობ, სხვებისადმი პატივისცემის გამოხატვა რამდენიმე გზით შეგიძლია: დროულად ჩაერთე დაგეგმილ ვიდეოზარებში; გათიშე ხმა, სანამ რაიმე არ გექნება სათქმელი; დარწმუნდი, რომ მინიმალიზებული გაქვს ყურადღების გამფანტველი ფაქტორები (ბავშვებისა და შინაური ცხოველების ყოლისას ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არაა).
მხარი დაუჭირე ადამიანს, რომელიც წარმართავს შეხვედრას და ისევე ჩაერთე ლაპარაკში, როგორც ამას იმ შემთხვევაში გააკეთებდი, ერთ ოთახში რომ ისხდეთ. თუ გჯერა, რომ შენმა ქმედებამ სხვას შეიძლება კომფორტულად აგრძნობინოს თავი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ მიზანს ვერ მიაღწევ, შენ მაინც თავაზიანი გამოჩნდები.
იმ დროს, როცა ყველანი ვცდილობთ, სოციალური დისტანცირების ამ უცნაურ შეგრძნებებს მივეჩვიოთ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ზრდილობიანი ქცევა და პატივისცემა არის ის, რაც საზოგადოებას საზოგადოებად აქცევს. თუკი ადრე ეს ხელის ჩამორთმევას გულისხმობდა, ახლა ჩვენი ზრუნვა სხვების ჯანმრთელობაზე ამ ჩვევაზე უარის თქმით უნდა გამოვხატოთ.
ეტიკეტი სოციალური ინტერაქციის ქვაკუთხედია, დისტანცია კი ღირებულებებს არ ცვლის — ერთმანეთისადმი ზრუნვის გამოხატვა არის ის, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
კომენტარები