პენიტენციური სამსახური საპასუხო განცხადებაში არ წერს, რომ ინსპექტორმა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო
პენიტენციური სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ისე გამოეხმაურა, რომ განცხადებაში იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების ფაქტი არ ახსენა. პარლამენტში, თეა წულუკიანის მიერ ციხის ვიდეოში ომბუდსმენის თანამშრომლის სახის ჩვენება ინსპექტორმა უკანონოდ მიიჩნია. პენიტენციურმა კი მხოლოდ ის ნაწილები ჩამოთვალა, სადაც ინსპექტორმა უწყება გაამართლა.
ამასთან, განცხადებას თან დაურთეს ინსპექტორის გადაწყვეტილების სრული ვერსია, სადაც მკაფიოდ წერია, რომ იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური სამართალდარღვევად ცნეს. კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით. ორივე უწყებას ადმინისტრაციული სახდელის სახით 500-500 ლარი დააკისრეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სამინისტროს ვიდეოჩანაწერების წაშლა ან პერსონალური ინფორმაციის დაფარვა დაავალა.
პენიტენციური სამსახურის 27 მარტის განცხადებაში წერია ის, რომ ინსპექტორის გადაწყვეტილებით, სამინისტროს უფლება ჰქონდა ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაკვირვებოდა ვიზუალურად, მოსმენის გარეშე; ჰქონდა მასალის დაარქივების/შენახვის უფლება; ასევე, სამინისტროს შეეძლო, ვიდეო გამოეყენებინა მტკიცებულებად, საპასუხო არგუმენტებისთვის.
"პენიტენციურ სამსახურში და პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე პირების კანონიერი ინტერესების, სამსახურის რეპუტაციის დაცვისა და რეალური სურათის ჩვენებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით გასაჯარობდა ჩანაწერები. [...] არასამთავრობო ორგანიზაციის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ჩანაწერების ჩაწერა/დაარქივებასთან არსებობდა კითხვის ნიშნები, სახელმწიფო ინსპექტორის მოცემული გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული და ჩანაწერების როგორც შექმნა, ისე მათი შენახვა და დაარქივება კანონიერად იქნა მიჩნეული", — წერია განცხადებაში.
ომბუდსმენის თანამშრომლის პერსონალური მონაცემები პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე გავრცელდა. გარდა ამისა, კადრები გააშუქეს ტელევიზიებმა და საინფორმაციო სააგენტოებმა.
შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. საია-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვიდეო 2019 წლის 19 აპრილს ჩაიწერეს და 2020 წლის 21 იანვარს გავრცელდა.
თეა წულუკიანმა ციხის მონიტორინგის კადრები პარლამენტში მოსმენის დროს გაასაჯაროვა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ფაქტი კანონისა და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევად შეაფასეს. მათი განცხადებით, იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კი განაცხადა, რომ კადრების რამდენიმე თვით დაარქივებისა და გასაჯაროების გამო, წულუკიანს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში უჩივლებდა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები