მინდა იყვნენ თანმიმდევრულები და მკაცრი შეფასება იყოს სასულიერო პირების მიმართ — ბოკერია გამყრელიძესა და იმნაძეზე

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელებს, ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს მოუწოდებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს რეკომენდაციების დაცვა მკაცრად მოსთხოვონ.
ბოკერიას თქმით, რელიგიურ ორგანიზაციებში კორონავირუსის გავრცელების რისკია.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ბატონ იმნაძესა და გამყრელიძეს. გასაგები იყო იმნაძისა და გამყრელიძის მკაცრი გზავნილი ამ ოპოზიციური ჯგუფის[ნაციონალური მოძრაობის] მიმართ. მინდა იყვნენ თანმიმდევრულები და ასეთივე მკაცრი შეფასება იყოს რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის მართლმადიდებლურ ეკლესიის სასულიერო პირების მიმართ, სადაც რისკები არანაკლებია. მათ შორის საუბარია ერთი კოვზით ზიარებაზე, რაზეც ასეთი მკაცრი შეფასება ვერ მოვისმინეთ და ეს ცუდია", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები