რატომ ვერ აცილებენ უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებს იტალიაში
"ჩვენ ოჯახის წევრების მიერ მოტანილ ტანსაცმელს ცხედარს ზემოდან ვაფარებთ, ისე, თითქოს მართლა ეცვას".
კორონავირუსის კრიზისის გამო იტალიაში გარდაცვლილთა დაკრძალვის ცერემონია აიკრძალა. ვირუსი ოჯახებს საყვარელ ადამიანთან უკანასკნელი დამშვიდობების საშუალებას ართმევს.
"ეს პანდემია ორჯერ კლავს", — ამბობს ანდრეა ჩერატო, რომელიც მილანში, დამკრძალავ ბიუროში მუშაობს, — "თავდაპირველად ის შენს საყვარელ ადამიანს იზოლაციაში ამყოფებს, სიცოცხლის ბოლო წამამდე. გარდაცვალების შემდეგ კი არავის აძლევს მასთან გამომშვიდობების საშუალებას".
"მათ ჩვენი ნდობის გარდა სხვა გზა არ დარჩენიათ"
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილი ოჯახისა და მეგობრებისგან იზოლირებულები, ჰოსპიტლებში იღუპებიან. ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო მათთან ვიზიტები აკრძალულია.
ვირუსი რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც ცოცხლობს ტანსაცმელზე. ამის გამო ცხედრებს დაუყოვნებლივ სპეციალურ დალუქულ ჩანთაში ათავსებენ.
"ბევრი ოჯახი გვეკითხება, შეუძლიათ თუ არა უკანასკნელად ნახონ ცხედარი, მაგრამ ეს აკრძალულია", — ამბობს მასიმო მანკასტროპა, ქალაქ კრემონას დამკრძალავი ბიუროს მეპატრონე.
გარდაცვლილებს ვერ კრძალავენ მათი საყვარელი ტანსაცმლით. ისინი საავადმყოფოს ხალათებში რჩებიან. თუმცა, მასიმო ამბობს, რომ ის ყველაფერს აკეთებს, რითაც მდგომარეობის შემსუბუქება შეუძლია.
"ჩვენ ცხედარს ზემოდან ვაფარებთ ოჯახის წევრების მიერ მოტანილ ტანსაცმელს ისე, თითქოს მართლა ეცვას — მაისურს ვდებთ ზემოთ, კაბას ან შარვალს კი — ქვემოთ", — ამბობს მასიმო.
ამ უპრეცედენტო სიტუაციაში დამკრძალავი ბიუროს მომსახურე პერსონალი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ზოგჯერ მღვდლებსაც კი ანაცვლებს, რადგან გარდაცვლილების ახლობლები უმეტესად კარანტინში არიან.
"ჩვენ ვიღებთ მათზე პასუხისმგებლობას. გარდაცვლილის საყვარელ ადამიანებს ვუგზავნით კუბოს ფოტოს, შემდეგ გამოგვაქვს ცხედარი საავადმყოფოდან და ვმარხავთ ან კრემაციას ვუტარებთ. ოჯახები განადგურებულები არიან და უჭირთ ამ ყველაფერთან შეგუება. მაგრამ მათ ჩვენი ნდობის გარდა სხვა გზა არ დარჩენიათ", — ამბობს ანდრეა.
ანდრეასთვის ყველაზე რთულია ის, რომ ვერ ახერხებს ჭირისუფლებს ტკივილი შეუმსუბუქოს. იმის ნაცვლად, რომ უთხრას, რისი გაკეთება შეუძლია, ახლა ის იძულებულია, ჩამოუთვალოს მათ ყველაფერი, რაც აკრძალულია.
"ჩვენ გარდაცვლილებს ვერ ვაცმევთ ტანსაცმელს, ვერ ვუვარცხნით თმას და ვერ ვუკეთებთ მაკიაჟს. ვერ ვახერხებთ, გამოიყურებოდნენ ღირსეულად და მშვიდად. ეს ძალიან საწყენია", — ჰყვება ანდრეა.
ანდრეა უკვე 30 წელია, დამკრძალავ ბიუროში მუშაობს, ისევე, როგორც მანამდე — მამამისი. ის ამბობს, რომ, როგორც წესი, ჭირისუფლისთვის პატარა დეტალებია მნიშვნელოვანი — "ლოყაზე უკანასკნელად მიალერსება, ხელის მოკიდება და ნახვა იმისა, რომ ღირსეულად გამოიყურება. მტკივნეულია ის, რომ მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ".
ვირუსის პერიოდში გარდაცვალებულის ოჯახის წევრებს დამკრძალავი ბიუროს პერსონალი დაკეტილ კარს უკან ხვდება. ნათესავები ცდილობენ, მიაწოდონ მათ ხელნაწერი წერილები, საგვარეულო ნივთები, ნახატები და ლექსები იმის იმედად, რომ ეს ყველაფერი თავიანთ დედას ან მამას, დას, ძმას თუ შვილს უკანასკნელ გზაზე გაჰყვება.
მაგრამ ამ ნივთებს დამკრძალავი ბიუროს პერსონალი კუბოში ვერ დებს.
პირადი ნივთების დამარხვა ახლა არაკანონიერია. მკაცრი ზომა ისევ და ისევ დაავადების გავრცელების შესაჩერებლად მიიღეს.
თუ ვინმე სახლში გარდაიცვლება, დამკრძალავი ბიუროს პერსონალს შიგნით უშვებენ, თუმცა, მხოლოდ სპეციალური ტანსაცმლით, სათვალით, ნიღბითა და ხელთათმანებით. ამ სურათის ნახვა ძალიან სტრესულია გარდაცვლილის ახლობლებისთვის.
ბევრი დამკრძალავი ბიუროს პერსონალი ახლა თავადაა კარანტინში. ზოგიერთმა თავისი ბიზნესის საქმიანობა შეაჩერა. თუმცა, ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მათ, ვინც მაინც აგრძელებს მუშაობას, საკმარისი ნიღაბი ან ხელთათმანი არ აქვთ.
ანდრეა ამბობს, რომ მხოლოდ მომდევნო კვირისთვის სამყოფი დამცავი აღჭურვილობა დარჩა. "თუ გამოგველევა, ვეღარ გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ქვეყანაში ყველაზე დიდი დამკრძალავი ბიურო გვაქვს. ვერც კი წარმომიდგენია, სხვები როგორ უმკლავდებიან ამ სიტუაციას", — ამბობს ანდრეა.
საგანგებო სიტუაციის კანონით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, იტალიაში დაკრძალვის ცერემონია აკრძალულია. ეს მკაცრი რომაული კათოლიკური ღირებულებების მქონე ქვეყნისთვის უპრეცედენტო ფაქტია.
ანდრეას, სულ მცირე, დღეში ერთხელ უწევს ცხედრის დაკრძალვა ისე, რომ ერთი ადამიანიც კი ვერ მოდის მასთან დასამშვიდობებლად — ყველა კარანტინშია.
"დამარხვის დროს ერთი ან ორი ადამიანის დასწრებაა დაშვებული. სულ ესაა. ვერავინ იღებს ამ დროს ხმას. უბრალოდ, სიჩუმეა", — ამბობს მასიმო.
როცა შეუძლია, ცდილობს, თავიდან აირიდოს ეს სიტუაცია. კუბო ეკლესიაში მანქანით მიაქვს, აღებს საბარგულის კარს და მღვდელს მისთვის წესს აგებას სთხოვს. ეს პროცესი ძირითადად წამები გრძელდება, რადგან რიგში სხვაცაა.
კუბოებით წალეკილი ქვეყანა
იტალიაში დამკრძალავი ინდუსტრია განადგურებულია და სიკვდილიანობა ყოველდღე იზრდება. 27 მარტის მონაცემებით, იტალიაში 9 134 ადამიანია გარდაცვლილი — ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
"კრემონაში დამკრძალავ ბიუროსთან რიგი ისე დგას, როგორც სუპერმარკეტში", — ამბობს ანდრეა.
ჩრდილოეთ იტალიის საავადმყოფოებში მორგები გადავსებულია. როგორც მასიმო ჰყვება, კრემონაში საავადმყოფოს სამლოცველო საწყობს ჰგავს.
ეკლესიები სავსეა კუბოებით. ბერგამოში, სადაც იტალიის მასშტაბით ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საქმეში სამხედროები ჩაერთნენ და ცხედრები სხვადასხვა ქალაქში გაანაწილეს, რადგან ადგილობრივი სასაფლაოები გადავსებულია.
გასულ კვირას, ერთ ღამეს, ადგილობრივები უყურებდნენ, როგორ მიასვენებდნენ სამხედრო სატვირთო მანქანები 70 კუბოს. თითოეულ მათგანში განისვენებდა მეგობარი ან მეზობელი, რომელიც სხვა ქალაქში კრემაციისთვის მიჰყავდათ. ვირუსის გავრცელების შემდეგ ამაზე უფრო შოკისმომგვრელი და მტკივნეული სურათი ცოტას თუ უხილავს.
ექიმები და ექთნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ უმძიმეს პერიოდში გმირებად, იტალიის გადამრჩენელებად არიან გამოცხადებული, თუმცა დამკრძალავი ბიუროს პერსონალს თავიანთი საქმიანობისთვის მსგავსი აღიარება არ მიუღია.
"ბევრი ადამიანი სულების გადამზიდავებად აღგვიქვამს", — დარდობს მასიმო.
ის ამბობს, რომ ბევრი ადამიანი მათ ამსგავსებს ქარონს, მითიურ გმირს, რომელსაც ცოცხლებისა და მკვდრების სამყაროებთან დამაკავშირებელ მდინარეზე სულები გადაჰყავდა.
ბევრის თვალში ეს საქმე მადლობას არ იმსახურებს და არც ფიქრობენ ამაზე.
"თუმცა, მე ყველას გარწმუნებთ, ჩვენ გვინდა რომ გარდაცვლილები გაპატიოსნებული იყვნენ", — ამბობს ის.
#Andratuttobene — "ყველაფერი კარგად იქნება" — ესაა ჰეშთეგი, რომელმაც კრიზისის დაწყებისთანავე იტალია მოიცვა. მას გვერდით ცისარტყელას ემოჯის უწერენ. თუმცა, ამ მომენტისთვის მზის სხივები არსად ჩანს და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამისთვის ლოცულობს, არავინ იცის ზუსტად როდის იქნება ყველაფერი ისევ კარგად.
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
კომენტარები