ჩინეთში დაცვის ოფიცრები AI-ზე დაფუძნებულ ჭკვიან სათვალეებს ატარებენ, რომელსაც სიცხიანი ადამიანების ამოცნობა შეუძლია. სათვალე ადამიანის ტემპერატურის გასაზომად თერმული გამოსახულების კამერას იყენებს და მას ფუნქციონირება ერთი მეტრის სიშორეზე შეუძლია.

სათვალეები სტარტაპ Rokid-ის მიერაა შექმნილი და მათი განცხადებით თითოეულ კომპლექტს რამდენიმე ათასი ადამიანისთვის ტემპერატურის გაზომვა სულ რაღაც ორ წუთში შეუძლია. როდესაც სისტემა სიცხიან ადამიანს გამოავლენს, იგი მომსახურე პერსონალთან სიგნალს გზავნის და ჩანაწერს აკეთებს.

სათვალეებს ქალაქ ჰანგუჯის პარკის დაცვის თანამშრომლები უკვე ატარებენ, პარკი ერთ-ერთია იმ დაწესებულებებიდან, რომლებიც ვირუსის ახალი შემთხვევების შემცირების შედეგად ხელახლა გაიხსნა.

ფოტო: Silly Little Man

სათვალეები ერთ-ერთია იმ თერმული გამოსახულების სისტემებს შორის, რომელიც COVID-19-ის ამოსაცნობად გამოიყენება. სისტემებს ჰოსპიტალები, აეროპორტები და საროსკიპოებიც კი იყენებენ, რათა საკუთარი თანამშრომლები, პაციენტები და კლიენტები შეამოწმონ.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგია ყოველთვის ზუსტია. მოწყობილობა მხოლოდ კანის ტემტერატურას ზომავს და არა შინაგანს. ასევე, ბუნებრივია, სათვალე უსიმპტომო ადამიანის ამოცნობას ვერ ახერხებს, რადგან ის მხოლოდ სხეულის ტემპერატურით ხელმძღვანელობს.

მიუხედავად იმისა, რომ თერმული გამოსახულების სისტემები ხანდახან არაზუსტ შედეგს იძლევა, მათ სხვა დადებითი თვისებებიც აქვს, სათვალეების მეშვეობით მასშტაბური დაკვირვებების ჩატარება ბევრად მარტივია და მოქალაქეებიც თავს უფრო დაზღვეულად გრძნობენ.