დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ისაუბრა.

"სამივესთან მოვიდა უარყოფითი ტესტი, მათი მდგომარეობა ამ ატაპზე სტაბილურია, არც ერთი მათგანი არ იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. მკურნალობა მიდის სტანდარტის მიხედვით", — ამბობს რატიანი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: