დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე არასამთავრობო ორგანიზაციას იმის გამო აკრიტიკებს, რომ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

როგორც პაატა იმნაძემ TV პირველის ეთერში თქვა, "ყველას დრო გაუჩნდა".

"რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა. დეპარტამენტის უფროსი ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სისულელე ცხრილებს უხაზავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მერე არ დაგვბრალდეს, საჯარო ინფორმაცია დროულად არ გაეცითო. მე ხომ ვიცი ეს კუდები საიდან მოდის არა? საქმე არ აქვს ამ ხალხს?", — თქვა იმნაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კითხვარი ისეთია, "სადოქტორო დისერტაცია დაიცვება" და მისი დეპარტამენტის, ასევე, ლაბორატორიის უფროსები იმას ავსებენ, "იმის მაგივრად, რომ საქმეს აკეთებდნენ".

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: