დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, იმ 5 ადამიანს, ვისაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა პირთან, ვისაც ვირუსი გუშინ დაუდგინეს.

ამირან გამყრელიძემ TV პირველში თქვა, რომ სწორედ გუშინ დადასტურებული შემთხვევიდან გავიდნენ დღეს კიდევ ხუთ ადამიანზე.

"ჩამოყალიბდა კიდევ ერთი კლასტერი, ანუ ერთი ჯგუფი შემთხვევებისა, რომლებიც ერთმანეთთან არიან კავშირში. ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ ვინ იყო პირველწყარო და ვის ვისგან გადაედო. საიდან არიან, როგორ არიან და ა.შ., ამას ჯერჯერობით ვერ ჩავშლით, მიმდინარეობს კვლევა", — თქვა გამყრელიძემ TV პირველის ეთერში.

მან არ დააზუსტა, ეს ადამიანები არიან ერთი ოჯახის წევრები თუ აქვთ სხვა ტიპის კავშირები.