საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია

ფოტო: REUTERS / Dado Ruvic
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
"როგორც იცით, ქვეყანაში იყო 16 გამოჯანმრთელებული, აქედან 15 იყო ჩვენი. ამ 15 ადამიანს დაემატება 2 და იქნება 17 გამოჯანმრთელებული ჩვენს ცენტრში, ჯამში კი 18. გაგიხარდებათ, 17 გამოჯანმრთელებულიდან 2 ბავშვია. 5 ბავშვი, რომელიც ჩვენთან იყო მოთავსებული, მათგან ერთმა კლინიკა დატოვა და სულ გამოგვივა, რომ 5 ბავშვიდან 2 გამოჯანმრთელებული ბინაზე გადავა და სამი დარჩება. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", — განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. საკარანტინო რეჟიმში 4695 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები