მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის გამო 3000 ლარით 24 საათში 5 მძღოლი დააჯარიმეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის გამო 5 პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციიას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიკროავტობუსის მძღოლები 3 000 ლარით დაჯარიმდნენ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს, ერთი თვის ვადით გამოცხადდა. სამარშუტო ტაქსებით გადაადგილება კი მანამდე, 18 მარტს აიკრძალა და საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც დარჩა. შეზღუდვა ეხება როგორც თბილისს, ასევე რეგიონებს და საქალაქთაშორისო გადაყვანებს. გამონაკლისია მხოლოდ სოფლიდან რაიონის ცენტრში და პირიქით მგზავრობა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 3 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის — 15 000 ლარი. განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედების შემთხვევაში, დამრღვევს ემუქრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები