რუსეთის პატრიარქი კირილი კორონავირუსის გამო მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ტაძრებში სიარულისგან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, მარიამ ეგვიპტელის მაგალითი მოწმობს, რომ ტაძარში მიუსვლელადაც შესაძლებელია ცხონდეს.

"თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან. მე ამას არასოდეს ვიტყოდი, რომ არა მარიამ ეგვიპტელის სასწაულებრივი მაგალითი", — განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1534 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილი კი 8 ადამიანია.