დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

დეკანოზ ილია ჭიღლაძის თქმით, ყოველგვარი "ისტერიკა" ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა. ამის შესახებ დეკანოზი ფეისბუქზე დაწერა და ამით მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ კორონავირუსის ბოლო ჟამთან დაკავშირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბოლო ჟამი ღვთის უმთავრესი საიდუმლოა და მისი თარიღი არავინ იცის.

"ძვირფასებო! ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზის სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწმუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება", — წერს დეკანოზი.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სხვადასვხვა იერარქები აცხადებენ, რომ ბოლო ჟამი მოახლოებულია. შემოქმედის მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა, დღეს, 29 მარტს ქადაგებისას განაცხადა, რომ "ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო" და მრევლს კურთხევა მისცა, რომ მიწები დაემუშავებინათ და რამე დაეთესათ.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: