რუსეთი ხვალიდან, 30 მარტიდან, საზღვრებს დროებით ჩაკეტავს. შესაბამისი დადგენილება მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა.

დაიკეტება საავტომობილო, სარკინიგზო, საფეხმავლო, სამდინარო და შერეული სასაზღვრო პუნქტები. რუსეთის ხელისუფლება არ აზუსტებს, რა ვადით შემოიღო შეზღუდვები.

საზღვრის გადაკვეთა მოქალაქეების მხოლოდ ცალკეულ კატეგორიას შეეძლება, კერძოდ, დიპლომატებს და ოფიციალური დელეგაციების წევრებს, სატვირთო ტრანსპორტის მძღოლებს, კალინინგრადის მოსახლეობას, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკებიდან, რომლებსაც აქვთ პასპორტები, ასევე, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყანა ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო დატოვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 534 ადამიანი, მათგან 8 გარდაიცვალა. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ქვეყნის ხელისუფლება რეალურ მონაცემებს მალავს.