კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არაფრისმთქმელი მონაცემია – Bloomberg-ის სამეცნიერო ჟურნალისტი
Bloomberg-ის სამეცნიერო ჟურნალისტი ფაიე ფლემი დაწვრილებით ხსნის, რატომ შეიძლება იყოს არასწორი მხოლოდ შემთხვევათა რაოდენობაზე ფოკუსირება:
მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, რომ გასულ კვირას აშშ-მ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით ჩინეთს გადაუსწრო (30 მარტის მონაცემებით, აშშ-ში 158 571 შემთხვევაა დაფიქსირებული, ჩინეთში კი 81 470). ეს მონაცემები არ გვაჩვენებს, რომელ ქვეყანაში რამდენი ადამიანია რეალურად ინფიცირებული, არც იმაზე გვიქმნის წარმოდგენას, რამდენად სწრაფად ვრცელდება დაავადება, რადგან აშშ-ის შემთხვევაში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია შემოწმებული.
"ეს ფაქტობრივად უსარგებლო მონაცემია", - ამბობს სტივ გუდმენი, სტენფორდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორი. უამრავი ადამიანის შემთხვევაში კორონავირუსი იმდენად შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რომ ისინი, სავარაუდოდ, შემოწმების ობიექტები არ გახდებიან. დადასტურებული შემთხვევების ზრდა კი ფართო ტესტირებისა და ვირუსის გავრცელების კომბინაციის შედეგია.
იმისთვის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებაზე ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას და დავთვალოთ, რამდენი ადამიანი შეიძლება გახდეს ავად, გადაიტვირთება თუ არა საავადმყოფოები და ა.შ, საჭიროა უფრო "ჭკვიანური" სტატისტიკა და კოორდინირებული ანალიზი.
"1,5 მილიარდი ადამიანით დასახლებულ ჩინეთში 80 000 შემთხვევა ფაქტობრივად დაუჯერებელია", - ამბობს ნიგამ შაჰი, სტენფორდში ბიოსამედიცინო სტატისტიკის ასისტენტ-პროფესორი. ინდოეთში ფიქსირებული 754 შემთხვევაც ტესტების ნაკლებობას უნდა მივაწეროთ და არა იმას, რომ იქ დაავადება ჯერ კიდევ არაა მოდებული. კორონავირუსზე დადებითი პასუხი არც იმაზე გვიქმნის წარმოდგენას, რამდენი იქნება სიკვდილიანობა, რადგან დაავადება უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს.
აბა რას უნდა დავაკვირდეთ?
ერთ-ერთი საინტერესო მონაცემი ამ კუთხით ჰოსპიტალიზაციების რაოდენობაა. ეს იდეა რამდენიმე სტატისტიკოსმა გამოთქვა. მაგალითად, ბერკლის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ჯეიკონ სტეინჰარდი და სტენფორდის კურსდამთავრებული სტივ იადლოვსკი ფიქრობენ, რომ ჰოსპიტალიზაციების მომატება (ზოგადად, და არა მხოლოდ კორონავირუსის დიაგნოზით, მაგალითად, პნევმონიების რიცხვის მატება) უკეთ აჩვენებს დაავადების გავრცელებას და არაა დამოკიდებული ტესტირების მასშტაბზე.
რა თქმა უნდა, არც ეს სტატისტიკაა იდეალური: თუ საავადმყოფოები და რეანიმაციები გადაიტვირთება, შეიძლება ისეთი ხალხი გაისტუმრონ სახლში, ვისაც სხვა შემთხვევაში სამკურნალოდ დაიტოვებდნენ, თუმცა ჰოსპიტალიზაციის მონაცემების ანალიზი მომავალში საავადმყოფოების გადატვირთვისგან გვიცავს.
სტივ გუდმენი დარწმუნებულია, რომ მალე მეცნიერები დაიწყებენ ისეთი მონაცემების შეგროვებაც, რომლებიც პანდემიის ბუნების გაგებაში დაგვეხმარება.
"ამჟამად ბნელ ოთახში ვაცეცებთ ხელებს და დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რამდენია ინფიცირებული ადამიანების წილი".
ხშირად გვესმის, რომ კორონავირუსის სიკვდილიანობა 1%-ია (ხან ნაკლები, ხან მეტი), თუმცა სიკვდილიანობის წილს ვერ დავადგენთ, თუ რეალურად დაავადებული ადამიანების რიცხვი არ გვეცოდინება.
მნიშვნელოვანი ასევე "საველე შემოწმებების" შედეგი. როგორც ექიმები ამბობენ, დაავადების გავრცელების განსაზღვრისას მხოლოდ დადებითი პასუხების რაოდენობას კი არა, მთლიანად ჩატარებული ტესტების რაოდენობას უნდა დავეყრდნოთ. ასევე, უნდა დავაკვირდეთ, მოიმატებს თუ არა გარდაცვლილების რიცხვი საავადმყოფოებში, თუნდაც ამ ადამიანებს კორონავირუსი არ ჰქონდეთ დადგენილი. ამჟამად ამ მონაცემებს ცოტა ქვეყანა თუ ითვლის.
ეფექტური მეთოდია ასევე შემთხვევითი ტესტირება, რათა სიმპტომების გარეშე მიმდინარე კორონავირუსის შემთხვევები დავადგინოთ და ბოლოს - ანტისხეულებზე დამყარებული ტესტები, რათა გავარკვიოთ, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი წარსულში.
სწორ რიცხვებზე ფოკუსირებით მეცნიერებს შეუძლიათ განსაზღვრონ, რამდენად ანელებს კარანტინის ზომები დაავადების გავრცელებას და როდის შევძლებთ შეზღუდვების შემსუბუქებას. თითოეული ზომა, რომელსაც ვიღებთ, დაავადებულების რიცხვის ტენდენციაზე ერთ ან ორ კვირაში აისახება.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები