სტილისტები კლიენტებს სპეციალურად მათთვის შერეულ საღებავს უგზავნიან
თვითიზოლაციამ მრავალ საფიქრალთან ერთად თავის მოვლის პრობლემაცგაგვიჩინა: ზოგი შილაკს ვეღარ ვიშორებთ, ზოგს წლობით ნაზარდი წარბის ფორმა გაუფუჭდა, ზოგსაც ძირებში ბუნებრივი ფერის თმა გამოუჩნდა. სილამაზის სალონები დახურულია და არც ვიცით, როდის გაიხსნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სტილისტები ისვენებენ. ზოგიერთმა სალონმა დისტანციურ რეჟიმზე გადაწყვიტა გადასვლა. არ მოგესმათ, ეს სალონები ცდილობენ, სახლში განმარტოებულებს დაეხმარონ.
ზოგიერთი სტილისტი Facetime-ით ურეკავს კლიენტს და უხსნის, როგორ შეიღებოს თმა. ბრუკლინში მდებარე სალონმა, The Bird House-მა კი გადაწყვიტა, კარანტინისთვის შექმნილი ნაკრები გაეყიდა.
"შეიძლება ეს სულელურად ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში ადამიანების გამხიარულება გვინდოდა. წარმოვიდგინეთ, როგორია, როცა ჩაკეტილ სივრცეში ხარ, სავარაუდოდ, უსამსახუროდ, ბავშვებთან ერთად და ამ ყველაფერს კიდევ სარკეში ჩახედვისას შესაღები ძირების დანახვა ემატება", - ამბობს Bird House-ის თანადამფუძნებელი ნიკი ჰუბერტი.
სალონს თითოეული კლიენტის შესაღები "ფორმულა" ბაზაში აქვს აღრიცხული და შეუძლია, რომ მათ ადგილზე მიაწოდოს ნაკრები. გზავნილში საღებავი, ხელთათმანები, თმის სამაგრები, სპეციალური ქუდი და ნაბიჯ-ნაბიჯ ახსნილი ინსტრუქციებია მოთავსებული.
კიდევ ერთი სალონის, Whittemore House-ის დამფუძნებელი ვიქტორია ჰანთერი ამბობს, რომ უკვე ასობით შეკვეთა აქვს ქოლორისტების მიერ დამზადებულ ფორმულებზე. კართან დატოვებული ნაკრები სრულიად უსაფრთხოა: ყველაფერი ხელთათმანებითაა დამზადებული და თითოეული კომპონენტი ანტიბაქტერიული სითხითაა დამუშავებული.
რაც შეეხებათ ახალ კლიენტებს, ამისთვის პროფესიონალებს მხოლოდ დღის შუქზე გადაღებული კარგი ხარისხის სურათი სჭირდებათ, შემდეგ კი კლიენტებს სასურველ ფერამდე მისვლაში ეხმარებიან.
"ადამიანთა დიდ ნაწილს ყოველდღიურ რეჟიმში სახლის ტანსაცმელი აცვია. როცა ამას მოუწესრიგებელი თმაც ემატება, ეს შეიძლება ბევრისთვის ბოლო წერტილი იყოს ("თითქოს პანდემია არ იყო საკმარისი, ახლა თმასაც ვერაფერს ვუხერხებ") - ამბობს სტილისტი რეიჩელ ბოტი, - "ყველა ვეძებთ რაიმეს, რაც თავს უკეთესად გვაგრძნობინებს და საკუთარ თავზე ზრუნვა არასდროსაა ზედმეტი".
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები