უელსის პატარა ქალაქის ცარიელ ქუჩებში გარეული თხები გამოჩნდნენ

ფოტო: Freelance Photos North Wales
დიდ ბრიტანეთში, უელსის ზღვისპირა ქალაქ ლანდიდნოში თხების ხილვა არ უკვირთ: ეს ცხოველები ქალაქში პერიოდულად მეზობელი ტერიტორიებიდან საკვებისთვის გამოისეირნებენ ხოლმე, როცა ცუდი ამინდია და მოსახლეობა სახლებშია შეყუჟული.
ამჯერად კი ქაშმირული თხების გარეული ფარა ჩვეულებრივ დღეს გამოჩნდა ქალაქის ქუჩებში და ეზოებში გაშენებული ყვავილები თუ მწვანე საფარი შეჭამა.
როგორც ქალაქის საბჭოს წევრი, კეროლ მარუბი ამბობს, ეს პანდემიის გამო დაცარიელებული ქუჩების გამო მოხდა:
"თხები ცნობისმოყვარე ცხოველები არიან და მგონია, რომ მათ აინტერესებდათ, თუ რა მოხდა, რატომ დაცარიელდა ქუჩები მოულოდნელად", — ამბობს ის.
კეროლ მარუბის თქმით, ქალაქის მოსახლეობა ამ ფაქტმა გაახალისა, რადგან ფანჯრებიდან შეეძლოთ დაჰკვირვებოდნენ, თუ როგორ თავნებობდნენ ცხოველები.
"შენიშნეს, რომ ირგვლივ აღარავინ იყო და გადაწყვიტეს, ქუჩები თავად გაეკონტროლებინათ".

ფოტო: PA
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები