მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საქართველომ შეიძლება სასიკეთოდ გამოიყენოს — გაიგეთ, როგორ
გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ამბობს, რომ ეკონომიკური კრიზისი ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის შესაძლებლობად შეიძლება იქცეს.
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით უკვე გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი. ბევრი ადამიანი წუხს იმაზე, რომ საქართველოსთვის ეს შეიძლება დიდი დარტყმა იყოს, თუმცა, არსებობს შანსი, რომ ამ გამოწვევამ კარგ შედეგებამდე მიგვიყვანოს:
1. უკვე უდავოა, რომ მსოფლიო სავაჭრო წესრიგი იცვლება. განვითარებული ქვეყნები ეცდებიან მაქსიმალურ დივერსიფიკაციას ჩინეთისგან, საწარმოთა ძირითადი ნაწილის საკუთარ ქვეყნებში გადატანა, იქ არსებული მაღალი დანახარჯების გამო არაეფექტიანი იქნება. ამ ლოჯისტიკურ ჯაჭვში, სადაც ტრილიონობით დოლარის მოცულობის თანხებზეა საუბარი, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა (სტრატეგიული მდებარეობა, გადასახადების სიმცირე და ა.შ.) თავისი ადგილი იპოვოს. ხალხურად რომ ვთქვა, რეგიონულ ქალაქებში შესაძლებელი გახდება ფაბრიკა/ქარხნების გადმოტანა და აწყობა, რომელიც მანამდე ჩინეთიდან ოპერირებდა. ეს კი, დასაქმების დიდი წყარო გახდებოდა რეგიონებში.
2. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ბევრი ბიზნესი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, თვითონ ფული არსად ქრება. თუ ამას დავუმატებთ წამყვანი ქვეყნების უზარმაზარ ფისკალურ სტიმულუსებს, ხელმისაწვდომი გახდება ისეთი ფინანსური რესურსების მოზიდვა, რომელებიც მანამდე ხელმიუწვდომელი იყო. ამ თანხების ათვისება და საკუთარი ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართვა, ასევე სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის. (მოდერნიზებული რკინიგზა და აეროპორტები, გზები, პორტი, ინტერნეტი ყველგან და ა.შ.)
3. ნათელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება დისტანციურად მუშაობა და სერვისების ონლაინ მიწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს იმას ნიშნავს, რომ სერვისის მიმწოდებელი უამრავი კომპანიისთვის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება. სწორი მარკეტინგის, გამართული საგადასახადო სისტემის და ადეკვატური სამართლებრივი გარემოს შეთავაზებით, შესაძლებელია საქართველო ძალიან მიმზიდველ ადგილად იქცეს. ეს კიდევ ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.
4. არნახული შესაძლებლობები იხსნება ე.წ. ელექტრონული მთავრობის მიმართულებით. ფაქტობრივად, იდეალური დროა უმეტესობა სამთავრობო სერვისის ელექტრონულად მიწოდებაზე გადასასვლელად. თუკი აქამდე არაერთი შეზღუდვა არსებობდა (მათ შორის საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე), ეხლა საუკეთესო დროა ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელებისთვის. ესტონეთისა და სინგაპურის მაგალითებით, ეს შეამცირებს დანახარჯებს და გაზრდის ეფექტურობას, რაც პირდაპირ აისახება ინვესტიციების მოზიდვაზე.
5. თუ ამ კრიზისს კარგად გავუმკლავდით, შეგვიძლია მსოფლიო ბიზნეს საზოგადოებას შევთავაზოთ საქართველო, როგორც დაცული (safe heaven) და უსაფრთხო ქვეყანა. სამოთხე საცხოვრებლად და საქმის საკეთებლად.
ნებისმიერი ასეთი დონის კრიზისს ჰყავს გამარჯვებულები და დამარცხებულები. ჩვენ შეგვიძლია ყურები ჩამოვყაროთ ან გამოვიყენოთ ეს ყველაფერი და მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიოთ!
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
კომენტარები