ონლაინ მაღაზიების ნაწილს მუშაობა აღარ ეზღუდება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობა ონლაინ ვაჭრობას რიგი კომპანიებისთვის აღარ შეზღუდავს. ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი ახალი დადგენილებით განსაზღვრეს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, დისტანციურად, მხოლოდ სახლიდან გაუსვლელად.
დადგენილება განმარტავს დისტანციური მუშაობასაც, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, სამუშაო ადგილიდან, ოფისიდან, სადაც მაქსიმუმ 5 ადამიანი იქნება.
დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, სადაც გაიწერა კონკრეტული კომპანიებისა და საქმიანობის ტიპის ჩამონათვალი. დანართის თანახმად, საქმიანობა არ ეკრძალება:
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერული დამუშავება;
- შენობებისა და ნაგებობების მშენებლობას (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
- სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
- საშენი მასალების წარმოება (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
- თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა);
- სასტუმროები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის);
- ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა, საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა),;
- ტელერადიო მაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები, სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად);
- სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად);
- არქიტექტურული საქმიანობა (დისტანციურად);
- შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია, სახანძრო მომსახურება, ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად);
- პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების წარმოება;
- ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა;
- სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები;
- საფოსტო და საკურიერო მომსახურება;
- საგამომცემლო საქმიანობა;
- სადაზღვეო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად);
- სარეკლამო სააგენტოს საქმიანობა (დისტანციურად);
- სააღრიცხვო, საბუღალტრო, სააუდიტო, საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად);
- საკონსულტაციო საქმიანობები, ბიზნესის მართვა (დისტანციურად);
- არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად);
- იურიდიული მომსახურება (დისტანციურად);
- დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები;
- სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება;
- 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები;
- არბიტრაჟი და მედიაცია;
- ვაჭრობა კომპიუტერებით.
30 მარტის დადგენილებით საქმიანობის უფლება მიეცა მხოლოდ სურსათის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და იმ პროდუქციის მაღაზიებს, რომელთა რეალიზაცია მთავრობამ აუცილებლად მიიჩნია. მათ შორის არის საკვები, სურსათი, სამედიცინო პროდუქტები და სხვა. საოჯახო ტექნიკის, წვრილი საყოფაცხოვრებო პროდუქციისა თუ სხვა ტიპის მაღაზიებმა კი განცხადებები გაავრცელეს, სადაც საქმიანობის დროებით შეჩერების შესახებ იტყობინებოდნენ.
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
კომენტარები