დეკანოზი ილია ჭიღლაძე

2 Apr. 2020, 15:18

ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიაში წარმოშობილი ფანატიკური და აგრესიული ფუნდამენტალიზმით დაავადებული დაჯგუფებები არამხოლოდ დასავლეთის ქვეყნების დემონიზირებით და რუსეთის განდიდებით არიან დაკავებულები, არამედ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მუდმივი გმობით და შეურაცხყოფით. [...] ამ ჯგუფებს ყოველგვარი ურთიერთობა არამართლმადიდებლებთან კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ, ისინი სრულ იზოლაციონალიზმს ქადაგებენ. ესენი იყვნენ რომლებიც სირცხვილის კორიდორის მოწყობას ცდილობდნენ რომის პაპ ფრანცისკესადმი, როდესაც ის შედიოდა სვეტიცხოველში. [...] ეს დაჯგუფებები მუდმივ ზეწოლასა და შანტაჟს ახდენენ საქართველოს საპატრიარქოზე. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკლესია მათ ტყვეობაშია, ეკლესია რომელიც გამოირჩეოდა ყოველთვის მისი შემწყნარებლობით, არაფანატიზმით, არაქსენოფობიით. სამაგიეროდ დღეს ეს ყველაფერი უხვად გვაქვს ჩვენს დედა ეკლესიაში. [...] დღეს თავისუფალი საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიაში უფრო ძლიერია რუსული იდეოლოგიური გავლენები, ვიდრე ეს 1917 წელს, რუსული სინოდის ასექვსწლიანი ბატონობის დასრულების ჟამს იყო...


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. Reuters: რუსეთმა აშშ-ს უკრაინაში ომის დასრულების პირობები წარუდგინა2569 ნახვა
  2. პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრ A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონებები დაუყადაღა2159 ნახვა
  3. "პუბლიკა": თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს1572 ნახვა
  4. ვატო შაქარაშვილი სოლიდარობის ფონდების დაყადაღებას გამოეხმაურა1262 ნახვა
  5. თეთრმა სახლმა "ამერიკის ხმისთვის" დაფინანსების შეწყვეტის მიზეზი დაასახელა938 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~