ვინც უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს, გააგრძელებს მუშაობას — გახარია ონლაინ შოპინგზე
საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ყველა კომპანია, რომელიც დაადასტურებს, რომ უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს, ფუნქციონირებას შეძლებს. ეს განცხადება გიორგი გახარიამ ონლაინ მაღაზიების შესახებ საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ სერვისის განვითარებას მიესალმება.
"მაგრამ აქ არის ძალიან მარტივი მოთხოვნა — დავაკმაყოფილოთ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომელსაც გვიდგენს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველა იმ კომპანიას, რომელიც შეძლებს დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, რა თქმა უნდა ექნება საშუალება, რომ გააგრძელოს ფუნქციონირება", — თქვა მან.
გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობა ახლა ორ ფრონტზე იბრძვის: მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა. მისი თქმით, "ორივე ფრონტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი".
საქართველოს მთავრობის 30 მარტის დადგენილებით საქმიანობის უფლება მიეცა მხოლოდ სურსათის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და იმ პროდუქციის მაღაზიებს, რომელთა რეალიზაცია მთავრობამ აუცილებლად მიიჩნია. მათ შორის არის საკვები, სურსათი, სამედიცინო პროდუქტები და სხვა. საოჯახო ტექნიკის, წვრილი საყოფაცხოვრებო პროდუქციისა თუ სხვა ტიპის მაღაზიებმა კი განცხადებები გაავრცელეს, სადაც საქმიანობის დროებით შეჩერების შესახებ იტყობინებოდნენ.
2 აპრილს მთავრობის ახალი დადგენილება გავრცელდა, რომლის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ონლაინვაჭრობა კომპანიების ნაწილს აღარ შეეზღუდება.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, დისტანციურად, მხოლოდ სახლიდან გაუსვლელად. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, რომ ყველა კომპანია, რომელიც უსაფრთხოების წესებს დაიცავს შეძლებს ონლაინგაყიდვებზე გადავიდეს. გარდა ამისა, მინისტრმა განმარტა, რომ ისინი კონკრეტულ წესებს შესთავაზებენ ყველას, ვისაც ონლაინგაყიდვებზე გადასვლა შეეძლება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები