ნერვიულობდა მამა, ახლა კი ისეთი გახარებულია — 63 წლის მეყვავილეს ტიტების ფული შეუგროვეს
გურჯაანელი კაკო ჯეირანაშვილის ისტორიამ, რომელიც პანდემიის გამო ტიტებს ვეღარ ყიდდა, გუშინ ფეისბუქი მთლიანად მოიცვა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში 63 წლის მეყვავილე ამბობდა, რომ ამ სეზონზე დაახლოებით 2 000 ლარი დაკარგა, მისი 5 000 ტიტა კი ისევ ნაკვეთშია და ჭკნება.
მას შემდეგ, რაც მისი ისტორია მოქალაქეების ყურამდე მივიდა, უამრავ ადამიანს გაუჩნდა დახმარების სურვილი. ინიციატივა ფეისბუქზე თავდაპირველად მომხმარებელმა მარიამ ნატროშვილმა გამოთქვა.
დღეს On.ge-ს კაკოს შვილმა, სოფიო ჯერიანაშვილმა უთხრა, რომ ის თანხა, რასაც მეყვავილე წარმატებულ სეზონებში იღებდა, თითქმის შეგროვებულია:
"იმდენად გახარებულები ვართ... ყველას დიდ მადლობას ვუხდით. ის ნერვიულობა, რომელიც მამას ჰქონდა ეს დღეები და განიცდიდა ამ ტიტების ამბავს... შოკშია, რომ ყველასგან მიიღო ასეთი თანადგომა, თანხით მათ შორის, ყველაფერი ხო სათქმელია, არა? ჯერ ის, რომ ამდენ ადამიანს დააინტერესა, მერე ფინანსურადაც, ყველას რისი შესაძლებლობაც აქვს, ლარიდან დაწყებული, 50 ლარიც კი გადმორიცხეს. აი არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა ყველას. [სხვა წლებში რომ იღებდა] დაახლოებით არის მოგროვებული ეგ თანხა. ზუსტად არ ვიცი რამდენია, მაგრამ ვიცი, რომ დაახლოებით მაგდენი ჩაირიცხა და მადლობის მეტი რა მეთქმის".
იმედია, რომ კაკო ჯეირანაშვილს ტიტების მოყვანის ხალისი გაუორმაგდება და მომავალ წელს უკვე რეალურადაც შევძლებთ მისგან ყვავილების ყიდვას.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები