ცქიტიშვილის თქმით, შეზღუდვები ეხებათ სასულიერო პირებსაც, რომლებმაც მსახურება უნდა აღასრულონ

ფოტო: საქართველოს მთავრობა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
ინფრასტრუქტურის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათით გათვალისწინებული შეზღუდვები ყველას ეხება, მათ შორის სასულიერო პირებსაც, რომლებმაც მსახურება უნდა აღასრულონ.
"შეზღუდვა ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს. შეზღუდვები არის გავრცელებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს რეგულაციები, რომელიც არის დადგენილი, მოქმედებს ყველაზე", — განაცხადა მან სასულიერო პირებზე დასმული კითხვის პასუხად.
მანვე აღნიშნა, რომ თუ მრევლი აღდგომას ეკლესიაში წავა კომენდანტის საათი დაირღვევა. ის განმარტავს, რომ აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა და თუ ეკლესიაში მასობრივი შეკრება იქნება, ეს ორივე პირობა დაირღვევა.
"ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობის სახეობებს, ვირუსი ვერ ცნობს სტრატეგიული დარგის ობიექტს, საჯარო მოხელეს თუ მოქალაქე. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ დღეს გვჭირდება მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხო დისტანცია ერთმანეთისგან, მაქსიმალურად შევაკავოთ ვირუსის გავრცელება, ყველა ადამიანმა, ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა დაიცვას პირობები", — განაცხადა მან.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 319.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ კორონავირუსით დადასტურებული და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები მიიღოს.
3 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 491 პირი დააჯარიმეს.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები