თურნავას თქმით, ქართული პირბადეები აფთიაქებში, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან გაიყიდება

ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ნაწარმოები პირბადეები, შესაძლოა, მომდევნო კვირიდან სააფთიაქო ქსელებში გაიყიდოს. მისი თქმით, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ასე მოხდეს და პირობების შესახებ წინასწარ აცნობებენ მოსახლეობას.
"ვინაიდან, ეს არის სახელმწიფო და მე ვიტყოდი სახალხო პროექტი, ფასი იქნება ხელმისაწვდომი", — განაცხადა მან.
მისი თქმით, საწყის ეტაპზე შეიძლება, მოთხოვნა სრულად ვერ დააკმაყოფილონ, მაგრამ ცდილობენ რაოდენობის გაზრდას. მინისტრი განმარტავს, რომ ნედლეულის მიწოდებაზე არიან დამოკიდებული, რადგან დოლბანდი, რომელსაც პირბადისთვის იყენებენ, საქართველოში არ იწარმოება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 319.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ კორონავირუსით დადასტურებული და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები მიიღოს.
3 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 491 პირი დააჯარიმეს.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები