EU4Digital — რა სარგებლობა მოაქვს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარს საქართველოსთვის
ციფრული ინდუსტრია მუდმივად მზარდი და განვითარებადი სფეროა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ალბათ ნაკლებად ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა სიჩქარით მოგვეწოდება ინტერნეტი, როგორია ჩვენი ქვეყნის დაფარვა და რამდენ სფეროს შეიძლება გამოადგეს გამართული ციფრული სისტემა.
სამაგიეროდ, მსგავს საკითხებზე ევროკავშირში ფიქრობენ და ამისთვის სპეციალური ინიციატივა EU4Digital აქვთ. ეს პროგრამა საქართველოშიც მოქმედებს და ამ სტატიაში ვეცდებით ის უკეთ გაგაცნოთ.
EU4Digital ინიციატივა
EU4Digital-ის საშუალებით ევროკავშირი ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციას ცდილობს. მისი მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის გაფართოებაა.
ინიციატივა EU4Digital საშუალებით ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს: როუმინგის ტარიფების შემცირებაში, მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სტრატეგიების დანერგვაში ეკონომიკის და ელექტრონული სერვისების განვითარებისთვის, ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაციაში საზოგადოების მასშტაბით, დაწყებული ლოგისტიკიდან დამთავრებული ჯანმრთელობით. ამას გარდა, პროგრამა მოიცავს კიბერ-უსაფრთხოებასა და ციფრული უნარების ათვისებას.
ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზარი ევროკომისიის 10 პოლიტიკური პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. შედეგად კი მოქალაქეები მიიღებენ გაუმჯობესებულ ონლაინ მომსახურებას უფრო დაბალ ფასად და უფრო დიდი არჩევანით.
ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის სტრატეგიას 3 დასაყრდენი აქვს:
- ხელმისაწვდომობა: მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის ციფრული საქონლის და მომსახურების უკეთესი ხელმისაწვდომობა ევროპის მასშტაბით;
- გარემო: სათანადო გარემოს და ერთნაირი პირობების უზრუნველყოფა ციფრული ქსელებისა და ინოვაციური სერვისების სწრაფი განვითარების მიზნით;
- ეკონომიკა და საზოგადოება: ციფრული ეკონომიკის ზრდის პოტენციალის მაქსიმუმამდე გაზრდა.
ევროკომისიამ ინიციატივა EU4Digital ოფიციალურად 2016 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის შეხვედრაზე წარადგინა და ჩამოაყალიბა 6 რეგიონული ქსელი:
- ტელეკომის ქსელი;
- ნდობის და უსაფრთხოების ქსელი;
- ე-ვაჭრობის ქსელი;
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) ინოვაციის ქსელი;
- ე-ჯანმრთელობის ქსელი;
- ე-უნარების ქსელი.
ეს ქსელები პარტნიორ ქვეყნებში შედეგების გასაუმჯობესებლად ერთობლივად მუშაობენ. ვეცდებით აქვე აგიხსნათ რას მოიზარებს თითოეული მათგანი.
ტელეკომის ქსელი — აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ქსელი (EaPeReg) არის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმა ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებისა და სერვისებისთვის. ის აერთიანებს სამ მთავარ სამუშაო ჯგუფს: როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი (REWG), ბენჩმარკინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი (BEWG) და სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი (SEWG).
ნდობის და უსაფრთხოების ქსელი — ის ორიენტირებულია ციფრულ ეკონომიკასა და კიბერ-უსაფრთხოებაში ნდობის მნიშვნელობაზე, როგორც ინტერნეტის გახსნილობის და ონლაინ თავისუფლების შენარჩუნების საშუალებაზე.
- ნდობის სამსახურები (ელექტრონული ხელმოწერები, ელექტრონული ბეჭდები, ელექტრონული დროის შტამპები, ელექტრონული რეგისტრირებული მიწოდების სამსახურები და ვებსაიტების ნამდვილობის დადგენა);
- კიბერ-უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის სიცოცხლისუნარიანობის გასაუმჯობესებლად ეკონომიკის ძირითად სექტორებში.
ე-ვაჭრობის ქსელი — ქსელის სამოქმედო სფეროა იმპორტ-ექსპორტის სრული ციკლის ციფრული ასპექტები. ის მოიცავს სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის: კომერცია, საბაჟო, ლოგისტიკა და სახელმწიფოთაშორისი პროცედურები. უმნიშვნელოვანესი საკითხებია ელექტრონული იდენტიფიკაცია, ციფრული ნდობის სამსახურები, ქსელის და ინფორმაციის უსაფრთხოება და კიბერ-უსაფრთხოება.
ICT ინოვაციის ქსელი — საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები ფოკუსირებულია სამეცნიერო კვლევის, სტარტაპების და ინოვაციური ეკოსისტემების მხარდაჭერაზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. სავარაუდოდ, ეს სამუშაო გააუმჯობესებს მაღალხარისხიანი სამეცნიერო კვლევების გაცვლას და სახელმწიფოთაშორის ინვესტიციებს. ასევე, პარტნიორი ქვეყნების სტარტაპებს გაუმარტივებს წვდომას ევროკავშირის ბაზრებზე, და პირიქით.
ე-ჯანმრთელობის ქსელი — მისი მიზანია საერთო გამოწვევების განსაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და რეგიონული ჰარმონიზაციის რეკომენდაციების გაცემა ე-ჯანმრთელობის, აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხებზე. ამ მიზნებით, შემუშავდება სახელმძღვანელო რეკომენდაციები და სტანდარტები ე-ჯანმრთელობის პოლიტიკის ჰარმონიზაციისთვის; შეიქნება სახელმწიფოთაშორისი პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ინფორმაციის და ექსპერტული ცოდნის ურთიერთგაზიარებისთვის, ასევე შეიქმნება ე-ჯანმრთელობის ინსტიტუციების, საზოგადოებების და პროფესიონალების პოტენციალი.
ე-უნარების ქსელი — მიზნად ისახავს ციფრული უნარების ეროვნული სტრატეგიების შემუშავებასა და დანერგვას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამისთვის ყალბიდება ციფრული სამუშაო ადგილების ეროვნული კოალიციები ევროკავშირის "ელექტრონული უნარების და სამუშაო ადგილების კოალიციის" გამოცდილების გათვალისწინებით.
რა პროგრამებს მოიცავს EU4Digital
ევროკავშირის მხარდაჭერის ქოლგა-ინიციატივა ამჟამად რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებასა და პროგრამას მოიცავს:
- EU4Digital ქსელები, რომლებიც აერთიანებს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ძირითად თემატურ სფეროებში სამუშაოდ.
- EU4Digital: ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — სამწლიანი პროგრამა (2019-2022), რომელიც მხარს უჭერს ციფრული ეკონომიკის და ციფრული საზოგადოების ძირითადი სფეროების განვითარებას ევროკავშირის ნორმების და პრაქტიკის შესაბამისად.
- EU4Digital: ფართოზოლოვანი სტრატეგიები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (2018-2020) — მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული პროექტი, რომელიც ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ეროვნული ფართოზოლოვანი სტრატეგიების შემუშავებასა და დანერგვაში.
- ევროკავშირის მომავალი პროგრამა CYBER კიბერ-უსაფრთხოების გასაძლიერებლად პარტნიორ ქვეყნებში და ნდობის ასამაღლებლად ციფრული სერვისების გამოყენების მიმართ.
ციფრული ჰარმონიზაციის 20 შედეგი 2020 წელს
2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დამკიცდა სტრატეგიული გეგმა. ეს გეგმა ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისთვის 2020 წლისთვის 20 მთავარ შედეგს ითვალისწინებს, მათ შორისაა ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციაც. ევროკავშირში ფიქრობენ, რომ ციფრული ეკონომიკა ის სფეროა, რომელის პოტენციალი ჯერ სათანადოდო გამოყენებული არაა.
"ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენი სამყაროს გარდაქმნის პერიოდში ეკონომიკის გაციფრულებამ რეალური სარგებლობა უნდა მოუტანოს მოქალაქეებს, ბიზნესს და თვით სახელმწიფოს. სერვისებსა და ეკონომიკის გაციფრულების აქტუალობა და მნიშვნელობა კარგად დაგავნახა პანდემიით გამოწვეულმა დღევანდელმა სიტუაციამ მთელ მსოფლიოში", — აღნიშნავენ ევროკავშირში.
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში "საქართველო 2020" და მთავრობის 2018-2020 წლების ეკონომიკურ პროგრამაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მხარდაჭერის ვალდებულება და ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურის განვითარება ეროვნულ პრიორიტეტად არის აღიარებული.
საქართველო ასევე მუშაობს ეროვნული ფართოზოლოვანი სტრატეგიის განვითარებასა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, ელექტრონული კომერციის კანონპროექტზე.
ევროკავშირი აგრძელებს ისეთი მნიშვნელოვანი სფეროს მხარდაჭერას, როგორიც ციფრული ინდუსტრიაა. ასე რომ, პროგრამების დახმარებით ჩვენ ქვეყანაში ბევრი ისეთი რამ გაუმჯობესდება, რაზეც შეიძლება ყოველდღიურად ფიქრი არ გიწევდეთ. EU4Digital-ის საშუალებით ციფრულ სამყაროსთან ერთად ჩვენი ცხოვრებაც უფრო ხარისხიანი გახდება.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები