საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, როგორც ერთი ქრისტიანი, სააღდგომო ლიტურგიას თვალს სახლიდან, ტელევიზორის საშუალებით მიადევნებს.

"მე, რა თქმა უნდა, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ასევე, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ ყველა მოვიქცეთ ასე", — თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ჩვენი რწმენის აღსრულება შეგვიძლია ისე, რომ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლებისა და მშობლების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ.