დისკუსიების სერია — ადამიანის უფლებები პანდემიის დროს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, 6-დან 11 აპრილის ჩათვლით გამართავს დისტანციური დისკუსიების სერიას "ადამიანის უფლებები პანდემიის დროს".
ახალი კორონა ვირუსის (COVID – 19) მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ პანდემიად გამოცხადების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა საქართველოშიც გამოცხადდა.
საქართველომ, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-15 მუხლის თანახმად, ევროპის საბჭოს სხვა წევრი სახელმწიფოების მსგავსად უკვე გააკეთა დათქმა პანდემიით განპირობებული საგანგებო მდგომარეობის გამო ზოგიერთი უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა ლეგიტიმური ინტერესია, რის დასაცავადაც მართლზომიერად შეიძლება შეიზღუდოს ადამიანების პირადი თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება და ა.შ. შეზღუდვებმა აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები – აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და უნდა წარმოადგენდეს პროპორციულ ზომას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
ამასთან ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში საქართველოს აქვს პოზიტიური ვალდებულება დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის სიცოცხლის უფლება და პირადი ცხოვრების უფლება, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს მოსახლეობის საკმარისად ინფორმირება და პრევენციული ზომების დროულად გატარება.
ადამიანის უფლებების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის დროს. ამ კრიზისის საპასუხოდ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. დისტანციური დისკუსიების მიზანი არის არა მხოლოდ კრიზისის პერიოდში სახელმწიფოს ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის შესახებ საუბარი, არამედ ჰუმანიზმის, სოლიდარობის და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მსჯელობა.
ყველა ღონისძიება გაიმართება Zoom-ის მეშვეობით.
ღონისძიებებზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია –https://tinyurl.com/uw2z8s8
ღონისძიებების განრიგი და თემატიკა:
- ქალთა მიმართ ძალადობის გაზრდილი რისკები პანდემიის დროს
პანდემიით გამოწვეული საფრთხის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმმა ბევრი ქალი მოძალადესთან ერთად ოთხ კედელში "გამოკეტა", ბევრ მათგანს ეკონომიკური სიდუხჭირის, შიშისა თუ ბევრი სხვა ფაქტორის გამო წასასვლელი არსად აქვს.
დრო: 6 აპრილი, 18:00-19:30 საათი
ვრცლად - https://bit.ly/39J2n1T
- გვჭირდება თუ არა ინკლუზია საგანგებო მდგომარეობისას?
2020 წლის 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ასეთ დროს სახელმწიფოს ყურადღება მიმართული უნდა იყოს თუ არა ინკლუზიურობაზე? რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირებისთვის. ასევე რა ზომებს მიმართავს სახელმწიფო იმ ჯგუფების იდენტიფიცირებისა და დახმარებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით განიცდიან COVID-19-ის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს.
დრო: 7 აპრილი, 19:00-20:30 საათი
ვრცლად - https://bit.ly/2R6727I
- ფილმის "გორაკებს მიღმა" ჩვენება და დისტანციური დისკუსია
"გორაკებს მიღმა“/Beyond the Hills რუმინელი რეჟისორის, კრისტიან მუნჯიუს კანის ფესტივალზე ნომინირებული ფილმი, გვიყვება რომელიც ახალგაზრდა მონაზვნის, ვოიჩიტასა და მისი მეგობრის, ალინას ამბავს. იგი პირქუშ რუმინულ მონასტერში მონაზვნად აღკვეცილი მეგობრის გერმანიაში დაბრუნებას ცდილობს.
დრო: 8 აპრილი, 19:00-20:30 საათი
ვრცლად - https://bit.ly/3aGOym1
- გამოხატვის თავისუფლება პანდემიის დროს
მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის პირობებში მედიას კრიტიკული როლი აქვს, რადგან საზოგადოებისათვის ზუსტი, ობიექტური, დროული და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება უმნიშვნელოვანესია. თუმცა მოვლენების განვითარების სისწრაფე ჟურნალისტების საქმიანობას ართულებს. ამავდროულად ისინი საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად თითქმის 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
დრო: 10 აპრილი, 19:00-20:30 საათი
ვრცლად - https://bit.ly/2R8VMrb
- ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია და ადამიანის უფლებათა შეზღუდვის ფარგლები პანდემიის დროს
ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია და ადამიანის უფლებათა შეზღუდვის ფარგლები პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვა პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთ ექსტრაორდინარულ სიტუაციაში სახელმწიფოებს აქვთ დიდი გამოწვევა, არაპროპორციული სიმკაცრით არ შეზღუდონ ადამიანის უფლებები.
დრო: 11 აპრილი, 17:00-18:30 საათი
ვრცლად - https://bit.ly/3bMi21Z
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები