ფანჯარა: ნობელის პრემიის ლაურეატის, ოლგა ტოკარჩუკის ესე პანდემიისა და მარტოობის შესახებ
ჩემთვის უკვე კარგა ხანია, სამყარო მეტისმეტია: მეტისმეტად დიდი, მეტისმეტად სწრაფი, მეტისმეტად ხმაურიანი. ასე რომ, განცალკევების ტრავმა ჩემთვის არ არსებობს. არ ვიტანჯები, რადგან ადამიანებს ისედაც არ ვხვდებოდი. არ ვდარდობ კინოთეატრების დახურვას, არ ვწუხვარ, რომ სავაჭრო ცენტრებში ვეღარ შევალ. მხოლოდ იმ ადამიანების ბედი მენაღვლება, რომელთაც სამსახური დაკარგეს.
ჩემი ფანჯრიდან თეთრი თუთა ჩანს: ხე, რომელიც მუდმივად მაოცებს და ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აქ ვცხოვრობ. თუთა გულუხვი მცენარეა: ის გაზაფხულისა და ზაფხულის განმავლობაში ჩიტების ათასობით ოჯახს კვებავს თავისი ტკბილი და ჯანსაღი ნაყოფით, თუმცა ახლა ფოთლები არ აქვს და ამიტომ წყნარი ქუჩის ნაგლეჯს ვხედავ, რომელსაც იშვიათად თუ კვეთს ვინმე. თითქმის ზაფხულის ამინდია, მზე ანათებს, ცა ლურჯია და ჰაერი — სუფთა. დღეს ძაღლის გასეირნებისას თვალი მოვკარი, როგორ აძევებდნენ კაჭკაჭები ბუს მათი ბუდიდან. ბუსთან, ალბათ, მხოლოდ ერთი მეტრი მაშორებდა.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცხოველებიც ელიან, რა მოხდება. ჩემთვის სამყარო უკვე მრავალი წელია, მეტისმეტად ხმაურიანი და სწრაფია. როცა პრევენციის ზომების შესახებ შევიტყვე, პირველი რეაქცია შვება იყო და ზუსტად ვიცი, რომ უამრავი ადამიანი იმავეს გრძნობს, თუმცა აღიარების რცხვენია. ჩემი ინტროვერტული ბუნება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ზედმეტად აქტიური ექსტროვერტების დიქტატის ქვეშ იყო მოქცეული, ბოლოს და ბოლოს, გამოვიდა კარადიდან. ფანჯრიდან ჩემს მეზობელ იურისტს ვხედავ, ის ყოველთვის ბევრს მუშაობს და ბოლოს რომ თვალი მოვკარი, სასამართლოში მიდიოდა მხარზე გადაკიდებული შეფუთული მანტიით. ახლა კი სპორტული ტანსაცმელი ჩაუცვამს და თავის ეზოს ფოთლებისგან წმენდს. ვხედავ, როგორ ასეირნებს ახალგაზრდა წყვილი მობერებულ ძაღლს, რომელსაც წინა ზამთრის შემდეგ გასეირნება არ ღირსებია. ძაღლს ფეხები უთრთის, თუმცა პატრონები არ აჩქარებენ და მოთმინებით მიჰყვებიან გვერდით. ნაგვის მანქანა ხმაურიანად ცლის ურნებს.
ცხოვრება გრძელდება, თუმცა სრულიად განსხვავებულ რიტმში. კარადა გადმოვალაგე და ძველი გაზეთები შესაბამის კონტეინერში მოვათავსე. ყვავილები გადავრგე და ველოსიპედი შესაკეთებლად წავიყვანე. ახლა უფრო ხშირად ვამზადებ საჭმელს.
გამუდმებით მახსენდება სურათები ჩემი ბავშვობიდან. მაშინ ძალიან ბევრი დრო იყო და შეგეძლო "გაგეფლანგა", ფანჯრიდან საათობით გეცქირა ქუჩისთვის, ჭიანჭველებს დაკვირვებოდი, მაგიდის ქვეშ შემძვრალიყავი და წარმოგედგინა, რომ თავს თაღქვეშ აფარებ, ენციკლოპედია გეფურცლა... შემთხვევით ცხოვრების ნორმალურ ტემპს ხომ არ დავუბრუნდით? იქნებ ამ ვირუსმა ნორმიდან კი არ ამოგვაგდო, არამედ პირიქით — ის ქაოსური სამყარო იყო არანორმალური, რომელშიც მანამდე ვცხოვრობდით?
ბოლოს და ბოლოს, პანდემიამ შეგვახსენა ის, რასაც მთელი ძალით უარვყოფდით — რომ ჩვენ, ადამიანები, მსხვრევადი არსებები ვართ და ყველაზე ფაქიზი მატერიისგან შევდგებით, რომ მოკვდავები ვართ.
დაგვანახა, რომ გარემოსგან ჩვენი "ადამიანობითა" და უნიკალურობით სულაც არ ვართ გამოყოფილები, რომ სამყარო სინამდვილეში დიდი ქსელია, რომელშიც გაბმულები ვართ, სხვა არსებებთან კი გავლენის უხილავი ძაფები გვაკავშირებს. რომ იმის მიუხედავად, სად ვცხოვრობთ, რა ენაზე ვლაპარაკობთ და რა ფერის კანი გვაქვს, ერთნაირად ვხდებით ავად, ერთნაირად გვეშინია და ერთნაირად ვკვდებით.
ვირუსმა გვაჩვენა, რომ იმის მიუხედავად, რამდენად სუსტი და დაუცველი გვგონია ჩვენი თავი, ყოველთვის არსებობენ ადამიანები ჩვენ გარშემო, რომლებიც კიდევ უფრო სუსტები არიან და ჩვენი დახმარება სჭირდებათ. გაგვახსენა, რამდენად ძვირფასი არიან ჩვენი მოხუცი მშობლები და ბებია-ბაბუები. რამდენად სჭირდებათ მათ ჩვენი ზრუნვა.
პანდემიამ გვაჩვენა, რომ ჩვენი მოუწესრიგებელი მობილობა სამყაროს საფრთხეს უქმნის და დაგვაფიქრა საკითხზე, რომლის წამოსაჭრელადაც ხშირად გამბედაობა არ გვყოფნის: მაინც რას ვეძებთ?
ასე რომ, დაავადების შიშმა ჩიხში შეყვანილი გზიდან უკან დაგვაბრუნა და გაგვახსენა ჩვენი ბუდეები, საიდანაც მოვდივართ და სადაც თავს დაცულად ვგრძნობთ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდებული მოგზაურებად ვთვლით თავს, ასეთ სიტუაციებში ყველანი სახლს ვაფარებთ თავს.
გარდა ამისა, შევიტყვეთ სევდიანი სიმართლეც — რომ საფრთხის დროს ჩვენი მსოფლმხედველობა ერებამდე და საზღვრებამდე ვიწროვდება. ამ რთულმა მომენტმა გამოაჩინა, რამდენად სუსტია ევროპული საზოგადოების ერთიანობის იდეა. გაერთიანებამ მაშინვე დათმო მატჩი და გადაწყვეტილებების მიღების უფლება სახელმწიფოებს გადაულოცა. ძველი ეგოიზმი და კატეგორიები "ჩვენ" / "სხვები", რომელთაც გასული წლების განმავლობაში ასე ვებრძოდით, უმალ დაბრუნდა. ვირუსის შიშმა მაშინვე გააღვიძა გადაშენებული რწმენა, რომ უცნობები საშიშები არიან და მათ ყოველთვის საფრთხე მოაქვთ. ევროპაში ვირუსი ჯერ კიდევ "სადღაც" არსებობს, ის ჩვენი არაა, უცხოურია. პოლონეთში ფრონტის ხაზებად საზღვრები იქცა, კატასტროფულად დიდი რიგები საზღვრის გადასაკვეთ პუნქტებთან ბევრი ახალგაზრდისათვის შოკისმომგვრელი იყო. ვირუსმა შეგვახსენა, რომ საზღვრები არსებობს და მათ გაქრობა არ ემუქრებათ.
მეშინია, რომ ვირუსი სულ მალე კიდევ ერთ ძველ ჭეშმარიტებას შეგვახსენებს, თუ რამდენად არათანასწორები ვართ. ზოგიერთი კერძო თვითმფრინავით გაფრინდება კუნძულზე მდგომ სახლში ან ტყეში წამოჭიმულ ვილაზე, ზოგიერთი კი ქალაქში დარჩება, რომ ქარხნებსა და მილგაყვანილობას მიხედოს. სხვები კი სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებენ მაღაზიებსა თუ საავადმყოფოებში მუშაობით. კრიზისი საფრთხეს შეუქმნის იმ პრინციპებს, რომლებიც ყოველთვის სტაბილური გვეგონა. მრავალი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ახალ რეჟიმს და გადაწყობისას ახალი შეზღუდვები გაჩნდება, როგორც კრიზისების შემდგომ ხდება ხოლმე. ჩვენ სახლში ვსხედვართ, წიგნებს ვკითხულობთ და სერიალებს ვუყურებთ, თუმცა სინამდვილეში დიდი ბრძოლისათვის ვემზადებით ახალ რეალობაში, რომლის წარმოდგენაც ახლა არც კი შეგვიძლია. ნელნელა ვაცნობიერებთ, რომ ბევრი რამ აღარ იქნება ისე, როგორც იყო. "დაძალებულმა" კარანტინმა და სახლში ოჯახის გამოკეტვამ შეიძლება მტკივნეულად გვაგრძნობინოს ის, რისი აღიარებაც არ გვინდოდა: რომ ჩვენი ოჯახი გვაწუხებს, რომ ქორწინების შემაკავშირებელი ძაფები დიდი ხანია გაწყდა. ჩვენი შვილები ინტერნეტდამოუკიდებულებაში ჩაიძირებიან და გაგვახსენებენ ინერციით შექმნილი რეალობის უგრძნობლობას, სტერილურობასა და მექანიკურობას. რა მოხდება თუ მკვლელობების, თვითმკვლელობებისა და მენტალური დაავადებების რიცხვი გაიზრდება?
ჩვენ თვალწინ ცივილიზაციის პარადიგმა, რომელიც საერთო ცნობიერებას ბოლო ორასი წლის განმავლობაში აყალიბებდა, ნელ-ნელა იშლება: ხელიდან გვეცლება აზრი, რომ ჩვენ ჩვენი რეალობის შემოქმედები ვართ, რომ ყველაფერი შეგვიძლია და სამყარო ჩვენ გვეკუთვნის.
ახალი ეპოქა მოდის.
ოლგა ტოკარჩუკის ამ ესეზე ლაშა ბუღაძემ მთავარი არხის შუადღეში ისაუბრა.
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
კომენტარები