ჯიპიაი ჰოლდინგი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ანაზღაურებას გაუორმაგებს
კომპანია "მადლობის ფონდს" ქმნის და პირველადი შენატანის სახით 100 000 ლარის კონტრიბუციას აკეთებს.
ჯიპიაი ჰოლდინგი Covid- 19 -ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ერთვება. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს აპრილის თვის ანაზღაურებას გაუორმაგებს. ჯიპიაიში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანების დახმარება და დაფასებაა, რომლებიც ვირუსის დასამარცხებლად ბრძოლის წინა ხაზზე დგანან.
COVID-19 თან ბრძოლის ფარგლებში ჯიპიაი ჰოლდინგმა "მადლობის ფონდი" დააარსა, სადაც პირველ ეტაპზე 100 000 ლარი გადარიცხა. სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებას კომპანია სწორედ ამ ფონდიდან დააფინანსებს. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, შესაძლოა კომპანიის შენატანი კიდევ გაიზარდოს. ჯიპიაი ჰოლდინგი ყველა თანამშრომელს აძლევს შესაძლებლობას მადლობა უთხრას ექიმებს და "მადლობის ფონდში" დამატებით, მისთვის სასურველი თანხა გადარიცხოს. შესაბამისად, სამომავლო აქტივობა კომპანიისა და თანამშრომელთა ერთობლივი კონტრიბუციებიდან დაფინანსდება.
"ვირუსმა ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ჩვენი ექიმების ხელშია, რომლებიც თითოეული ჩვენგანის სიცოცხლისთვის დაუღალავად იბრძვიან. ჯიპიაიმ ეს ფონდი სწორედ მათთვის შექმნა.გვინდა მთელი კომპანიის სახელით მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენმა ექიმებმა უნდა იგრძნონ, რომ ამ ხანგრძლივ ბრძოლაში მათ გვერდით ვართ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტისა და გადარჩენილი სიცოცხლისათვის", — განაცხადა პაატა ლომაძემ, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა.
თითქმის ერთი თვეა ჯიპიაი ჰოლდინგი covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს. კომპანიამ ოფიციალური შეზღუდვების დაწესებამდე იზრუნა თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, უმოკლეს დროში ააწყო დისტანციურ რეჟიმში მუშაობის სისტემა და უკვე მესამე კვირაა მისი 900-ვე თანამშრომელი უწყვეტ რეჟიმში, სახლიდან მუშაობს.
კომპანიამ გააფართოვა ციფრული სისტემები და დაზღვეულებს სრული სადაზღვევო სერვისი დისტანციურად შესთავაზა. ჯიპიაის მომხმარებლები დისტანციურად ახერხებენ მიიღონ სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება, გაიარონ სატელეფონო კონსულტაცია პირად ექიმთან, პედიატრთან და ვიწრო სპეციალისტთან, 100%-ანი დაფინანსებით. დაზღვეულებს ონლაინ შეუძლიათ მოითხოვონ საგარანტიო წერილი და გადაიხადონ დაზღვევის პრემია.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს დაზღვევა ონლაინ ან გაიაროს სატელეფონო კონსულტაცია ჯიპიაის წარმომადგენელთან და დისტანციურად გაიფორმოს პოლისი.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში კომპანიამ 120 000-ზე მეტი დისტანციური ოპერაცია განახორციელა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები