იაპონიაში სტუნდენტები გამოსაშვებ ცერემონიას რობოტების დახმარებით დაესწრნენ

ფოტო: BBT
ტოკიოში მდებარე ბიზნესის ნოვატორული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ტრადიციული გამოსაშვები ცერემონია არ ჰქონიათ, თუმცა მათი ღონისძიება ნამდვილად იყო უნიკალური: მოძრავი რობოტების დახმარებით, რომლებიც პლანშეტებით იყვნენ აღჭურვილნი, სტუდენტები ცერემონიას ვირტუალურად დაესწრნენ.
კორონავირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელების გამო უამრავი სკოლა და უნივერსიტეტი დროებით დახურულია, შესაბამისად სტუდენტები თუ მოსწავლეები ონლაინ სწავლებასთან ერთად ცდილობენ დაგეგმილი ღონისძიებები არ ჩაშალონ და ალტერნატიული გზები გამოძებნონ.
28 მარტს გამართულ უნივერსიტეტის დამთავრების აღსანიშნავ ღონისძიებას კი ბიზნესის ნოვატორული უნივერსიტეტის სტუდენტები ონლაინ კომუნიკაციის საშუალება Zoom-სა და თანამედროვე რობოტების დახმარებით დაესწრნენ.
აი, ნახეთ როგორ:
ცერემონია თითქმის მთლიანად ვირტუალური იყო: მას ფიზიკურად მხოლოდ უნივერსიტეტის რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა

ფოტო: BBT
ღონისძიებას სტუდენტები აი, ამ რობოტების საშუალებით დაესწრნენ, რომლის მართვაც დისტანციურადაა შესაძლებელი

ფოტო: ANA Group
რობოტები უნივერსიტეტის გამოსაშვები საღამოსთვის ტრადიციული მანტიებითა და ქუდებით იყვნენ შემოსილი

ფოტო: BBT
კურსდამთავრებულები კი Zoom-ის საშუალებით ადევნებდნენ თვალს ცერემონიას

ფოტო: BBT
როდესაც კურსდამთავრებულის სახელს უნივერსიტეტის პრეზიდენტი გამოაცხადებდა, სტუდენტები სახლებიდან მართული რობოტების საშუალებით სცენაზე ადიოდნენ და დიპლომს იღებდნენ

ფოტო: BBT
ამ გზით უნივერსიტეტმა სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, სწავლის დასრულების შემდგომ დამსახურებულ ღონისძიებას ისე დასწრებოდნენ, რომ ჯანმრთელობა საფრთხეში არ ჩაეგდოთ

ფოტო: BBT
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვაNASA-ს მავალმა მარსზე მტვრის ქარბორბალა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს მავალმა მარსზე მტვრის ქარბორბალა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები