რა წესები უნდა დაიცვან კომპანიებმა თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის — მინისტრის ბრძანება
დღეიდან ეკონომიკის სამინისტრო კომპანიებში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შემოწმებას დაიწყებს.
4 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომელიც სამუშაო ადგილებზე სხვადასხვა ღონისძიების გატარებას გულისხმობს. ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა უწყებასთან ერთად სწორედ იმას შეამოწმებს, რამდენად სრულდება ამ ბრძანებაში არსებული მითითებები.
დოკუმენტში საუბარია როგორც ზოგად, ისე კონკრეტული სექტორებისთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებზე. გარდა ამისა, განსაზღვრულია სამუშაო ადგილის რისკის შესაბამისი ღონისძიებებიც.
ბრძანების თანახმად, დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ პირობები, რათა თანამშრომლებმა ხშირად შეძლონ ხელების დაბანა. იმ შემთხვევაში, თუ ამის შესაძლებლობა არ არის, უნდა გამოიყენონ სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე. ამასთან, დამსაქმებლებმა შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეიმუშავონ მოქნილი პოლიტიკა, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას მისცემს დარჩნენ სახლში და იზრუნონ ოჯახის წევრებზე.
დამსაქმებლები ვალდებული არიან თანამშრომლები უზრუნველყონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, მაგალითად ხელთათმანებით, ფარებით, ნიღბებით, რესპირატორებით, სათვალეებითა და ა.შ.
თანამშრომელი არ უნდა გამოცხადდეს სამსახურში თუ:
- ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ვირუსის გავრცელების ქვეყნებში;
- ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იყო კორონავირუსის მატარებელ პირთან. ასეთ დროს დასაქმებულმა უნდა გაიაროს თვითიზოლაცია ან კარანტინი;
- აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
- მიეკუთვნება რისკ-ჯგუფებს — არის 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირი.
დოკუმენტის თანახმად, დასაქმებულთა COVID-19-ით ინფიცირების რისკები შეიძლება იყოს: ძალიან მაღალი, მაღალი, საშუალო, ან დაბალი. რისკის დონე ნაწილობრივ დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს ტიპზე.
ძალიან მაღალი
ინფიცირების ძალიან მაღალი რისკის შემცველი სამუშაო ადგილებია: კონკრეტული სამედიცინო ან ლაბორატორიული პროცედურების განმახორციელებელი დაწესებულებები.
ამ კატეგორიას განეკუთვნებია ჯანდაცვის პერსონალი (მაგ. ექიმები, ექთნები, სტომატოლოგები, პირველადი სამედიცინო დახმარების გამწევი პირები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი), ლაბორატორიის პერსონალი, რომელიც აგროვებს ან ამუშავებს ნიმუშებს COVID-19-ით დაავადებული ან ამ დაავადებაზე ეჭვმიტანილი პაციენტებიდან.
მაღალი რისკი
ინფიცირების მაღალი რისკის შემცველად ითვლება სამუშაო ადგილი, სადაც COVID-19-ის ცნობილი, ან სავარაუდო წყაროების მიმართ ინფიცირების დიდი პოტენციალი არსებობს.
ამ კატეგორიას განეკუთვნებიან ექიმები, ექთნები და სხვა დამხმარე პერსონალი, რომლებსაც უწევთ პაციენტების პალატებში შესვლა; მორგში მომუშავე პირები, რომლებიც მონაწილეობენ იმ პირთა გვამების მომზადებაში, რომელთაც გარდაცვალებამდე დაუდასტურდათ, ან რომელთა მიმართ არსებობდა ეჭვი, რომ დაავადებული იყვნენ COVID-19-ით.
საშუალო რისკი
ინფიცირების საშუალო რისკისაა სამუშაო ადგილი, სადაც სადაც თანამშრომლებს მოეთხოვებათ ხშირი ან/და მჭიდრო კონტაქტის ქონა იმ ადამიანებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ COVID-19-ით დაინფიცირებულ ანდა დაინფიცირებაში საეჭვო პაციენტებს. ასეთი შეიძლება იყოს სკოლები, მრავალრიცხოვანი/მჭიდრო სამუშაო ადგილები, ასევე ზოგიერთი საცალო ვაჭრობის ცენტრი, სხვა ობიექტები, სადაც ადამიანთა თავშეყრის ადგილებია.
დაბალი რისკი
ინფიცირების დაბალი რისკის მომუშავეებს არ მოეთხოვებათ COVID-19-ით დაინფიცირებულ, ან ვირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო პირებთან კონტაქტი, არც ხშირი და ახლო კონტაქტი ფართო საზოგადოებასთან.
რეკომენდაციები სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები