ჩინეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში არავინ გარდაცვლილა, რაც იანვრის შემდეგ პირველი შემთხვევაა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია აცხადებს.

ჩინეთმა კორონავირუსით პირველი გარდაცვალება 11 იანვარს დააფიქსირა, 22 იანვრიდან კი სტატისტიკას ყოველდღიურად აქვეყნებდა.

6 აპრილს ქვეყანაში COVID-19-ის მხოლოდ 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ყველა მათგანი უცხოეთიდან ჩამოსულებს უკავშირდება. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში ახალი ვირუსის 82 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 3 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 77 ათასი გამოჯანმრთელდა.

მარტის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ მოახერხეს ქვეყნის შიგნით გავრცელების შეჩერება, თუმცა შემოტანილმა შემთხვევებმა შესაძლოა, ახალი ეპიდემიის საფრთხე შექმნას.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: