მამები და შვილები — თავგადასავლები იზოლაციიდან: 5 წიგნი ზვიად კვარაცხელიასგან
სტატია ქვეყნდება კამპანიის "კაცები ზრუნავენ" და On.ge-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში — "მამები და შვილები — თავგადასავლები იზოლაციიდან". მწერალი ზვიად კვარაცხელია მამებს იზოლაციის დროს შვილებისთვის წასაკითხ ხუთ წიგნს ურჩევს.
მთელი ეს კვირები შინ დავრჩით და დიდ-პატარასაც ერთმანეთისთვის მეტი დრო გამოგვიჩნდა. მივიხედ-მოვიხედეთ და დავრწმუნდით, რომ სტრესული ინფორმაციით დატენილი დღეები ყველაზე უკეთ წიგნის კითხვით შეიძლება გალიო, ახალი, დასამახსოვრებელი ამბები და პერსონაჟები გაიცნო.
ხუთი წიგნი შეგირჩიეთ. აქედან ორს მთელი მსოფლიო იცნობს, თაობებმა დაიმგზავრეს და შეიყვარეს. დანარჩენები ქართულ ენაზე შეიქმნა და მართალია მილიონობით მკითხველი არ ჰყავს, მაგრამ ბევრი მოზარდის და მისი მშობლის აუცილებელ საკითხავად იქცა.
მარკ ტვენის "ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი" მისისიპივით წყალუხვი წიგნია — ყველა ასაკის მკითხველს შეუძლია ჩაყვინთოს და ზედაპირზე თავისი სასურველი ამბავი ამოიტანოს. ტომ სოიერი რომ უფრო პოპულარულია ჩვენში, ამას თავისი, ხანგრძლივი ისტორია აქვს, მაგრამ ჰაკ ფინისთვის კვალში 7-8 წლიდან ჩადგომამ ბავშვის სამყაროს და ცნობიერების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს. ამ ასაკის მოზარდები უკვე საფეხბურთო მატჩების ტრანსლაციებს ან ჩანაწერებსაც უყურებენ, ხიფათები, ბრძოლა და ათასგვარი ოინი მათთვის უცხო არაა, არც ის თემები, ძალადობა და რასიზმი რომ ჰქვია. ადამიანის არსებაში თავისუფალი და მაძიებელი სულის ჩასახვა/ამოძრავება ხომ სწორედ ბავშვობიდან, წრფელი და მოუთოკავი სურვილებიდან იწყება.
ანტუან დე სენტ ეგზიუპერის "პატარა უფლისწული" პირველივე სტრიქონიდან აღებს ყველა მოზარდის გულის კარს. ის თითქოს "სხვა პლანეტიდან" კი არ აღმოჩენილა ჩვენთან, არამედ სულ აქ იყო, ჩვენ გვერდით, ჩვენს გონებაში. მშობლებთან ერთად ამ წიგნის წაკითხვა უფროსებისთვისაც სასარგებლო იქნება და პატარებისთვისაც, "დიდებს ხომ არაფრის გაგება არ შეუძლიათ სხვების დაუხმარებლად. ბავშვისთვის კი ძალიან მომქანცველია ყოველთვის წინასწარ აუხსნას მათ ყველაფერი". მარადიული იდეალების — სიყვარულის, ჰუმანიზმის, მშვენიერების — შესახებ უბრალო ენით დაწერილ ამ იგავს ეგზიუპერი თავის საუკეთესო მეგობარს უძღვნის, ადამიანს, რომელსაც შია, სცივა და გამხნევება სჭირდება: "ლეონ ვერტს, როდესაც ის პატარა ბიჭი იყო".
ლევან ბოლქვაძის ზღაპარში მეფე ჩიგიდი გადაწყვეტს, უკვდავი იყოს და ამ მიზნის მისაღწევად ერთი შეხედვით ყველაზე მარტივ და მოულოდნელ გზას აირჩევს — დროს დაატუსაღებს. "დროზე დიდი დღესასწაული ამქვეყნად არ არსებობს. მეორე სასწაული კი ის არის, რომ ადამიანმა დროის აწყვა ისწავლა" – ამას მესაათე ბაზილიო ამბობს, მაგრამ მეფე ჩიგიდი არა მხოლოდ დროს, ბუნებასაც გამოუტანს განაჩენს, მის დამორჩილებასაც შეეცდება: შუა ზაფხულში თოვლიან ამინდებს გამოაცხადებს და უცებ გაზაფხულის ჩახჩახა მზით განათებულ ქუჩებში თბილად, ქურქებში გამოწყობილი ხალხი გამოჩნდება, გოგო-ბიჭები სიცილ-კისკისით მოედებიან ქუჩებს, ციგურებით "სრიალებენ", "გუნდაობენ". ერთ დღესაც, სასახლეში, სადაც მეფის არისტოკრატი ქვეშევრდომები წარბშეუხრელად ამტკიცებენ, მიხაკს ნივრის სუნი აქვსო, ჭაბუკა გამოჩნდება და ყველაფერს "თავდაყირა დააყენებს": საშაქარლამოში ბისკვიტი, რომელიც დიდი ხანია ჯიუტად არ ამოდის, ამოვა და ტორტი გამოცხვება; დამჭკნარი ყვავილები, როგორც კი ჭაბუკას ხელი შეეხებათ, გამოცოცხლდებიან და გაიხარებენ... ცხადია, ეს სიურპრიზი მეფე ჩიგიდისთვის სასიამოვნო არ უნდა იყოს — მთავარი ამბავიც აქედან იწყება...
"დათუნია დრუნჩა" სამი ქართველი ავტორის – ესმა ონიანის, ოთარ ჭილაძისა და გივი ჭიჭინაძის საბავშვო ლექსებს აერთიანებს. წიგნი ისეა შედგენილი, რომ მისი პერსონაჟების მეშვეობით ბავშვი სხვადასხვა გარემოში ხვდება: დღეობაზე, შეჯიბრზე, ზოოპარკში, საახალწლო სამზადისზე, თამაშ-თამაშით სწავლობს ანბანს, ციფრებს, ანგარიშს, მუსიკალურ ნოტებს, წერილს წერს მონატრებულ მეგობარს. და მის გვერდით ამ დროს შინაური თუ გარეული ცხოველები (ფრინველები, მწერები) არიან: ციყვი ცირა, ღრუტუნია, კენგურუ ენგურო, გამრჯე ბაჭია, სამი კნუტი — ცეტა, ზანტა, ბუტია, და რა თქმა უნდა თავად — ლეგენდარული დათუნია დრუნჩა.
ირმა მალაციძე თანამედროვე საბავშვო ავტორია. მისი თერაპიული ზღაპრები იმ შიშებსა და პრობლემებზეა, რაც ბავშვებს ხშირად აწუხებთ. ჟირაფი მარტოსულად გრძნობს თავს, რადგან უჩვეულო აღნაგობის გამო მინდორში გამოფენილ ტანმორჩილ ცხოველებთან თამაში უჭირს, მაგრამ ჩიტები, პეპლები და ფუტკრები ეცდებიან მასთან საერთო ენის გამონახვას. მათთვის, ვისაც სიბნელის ეშინია; მათთვის, ვინც ხშირად იმეორებს: "ეს მე არ შემიძლია"; მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ სხვებისგან განსხვავებულია და არასდროს ეყოლება მეგობრები; მათთვის, ვისაც ნემსის გაკეთების ეშინია; მათთვის, ვინც გამუდმებით რაღაცის ყიდვას ითხოვს; მათთვის, ვინც ხშირად იტყუება... — ამ სახალისოდ მოყოლილი ზღაპრების ქვესათაურებიც კი გვარწმუნებს, რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა გვქონდეს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები