ევროპარლამენტის ბრიუსელის შენობის ნაწილი უსახლკაროებს დაეთმობათ. ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, დავიდ სასოლიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის სამზარეულოში ყოველდღიურად 1 000 ადამიანისთვის სადილი მომზადდება, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვისაც.

"მოქალაქეებისთვის სოლიდარობის ჩვენება ევროპარლამენტის პოლიტიკის ხაზია. ევროპის ძალა სოლიდარობაშია", — განაცხადა სასოლიმ.