ევროპული საქართველო ეროვნული გამოცდების გაერთიანებული ტესტით ჩატარების ინიციატივით გამოდის
ევროპული საქართველოს აზრით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები უნდა შემცირდეს. დეპუტატ სერგო რატიანის თქმით, მიზანშეწონილია მისაღები გამოცდების ერთი სავალდებულო კომბინირებული ტესტით ჩატარების ვარიანტი.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ განათლების სამინისტრომ უკვე უნდა დაიწყოს მზადება რთული სცენარისთვის და ხელისუფლებას გამოსავლის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობენ. სერგო რატიანის თქმით, ეს წინადადებები, ან მათი შეცვლილი ვარიანტი, შეძლებს უპასუხოს გამოწვევებს.
"ვგულისხმობთ არსებული საგნობრივი გამოცდების იმ ფორმით მოდელირებას, რომ ერთ სასესიო დროში აბიტურიენტებმა კომბინირებული პროგრამის შინაარსით ყველა სავალდებულო საგნის პროგრამის შინაარსის ჩაბარება შეძლონ. ვგულისხმობთ მიმართულებების მიხედვით საგნობრივი ჯგუფების პროგრამის შინაარსის გაერთიანებას. ეს უკანასკნელი შესაბამისობაში მოვა სახელმწიფო დაფინანსების არსებულ მოდელთანაც", — ამბობს რატიანი.
გარდა ამისა, მისი აზრით, დროულად უნდა დაიწყოს მუშაობა და ქვეყნის მასშტაბით ყველგან, სადაც არიან დარეგისტრირებული აბიტურიენტები, საგამოცდო ცენტრები უნდა ჩამოყალიბდეს.
"უფრო ზუსტად, სამინისტრომ დაიწყოს ამ ეტაპზე გამოცდის ჩატარების პრინციპის დამუშავება, საგამოცდო ცენტრების აღჭურვისათვის საჭირო თანხის მოძიება", — თქვა მან.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ პარტიის გათვლებით, ოთხი სასესიო საგნობრივი გამოცდის პირობებში, ერთ ცენტრში აღსაჭურვი იქნება 5-25 საგამოცდო სივრცე, რომელთა მართვა არსებული ადამიანური რესურსის პირობებშიც შესაძლებელია.
"ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელი გულისხმობს აბიტურიენტების ინდივიდუალურ განთავსებას საგამოცდო ოთახებში, ხოლო ვიდეოთვალით აღჭურვილი თითოეული სივრცის მონიტორინგს ადგილზე შექმნილი მართვის მონიტორით", — ამბობს რატიანი.
ამასთან, მისი აზრით, აუცილებელია სკოლებმა გააგრძელონ დისტანციური სწავლების ის ფორმა, რაც დაწყებული აქვთ, მათ შორის "ტელესკოლა", თუმცა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა შეიმუშავოს მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესის შეფასების მექანიზმები, რაც მიმდინარე პროცესის სავალდებულო და აკადემიურ ხასიათს განსაზღვრავს.
დეპუტატი ამბობს იმასაც, რომ გამონაკლისი შემთხვევებისთვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს ექსტერნის ფორმით ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობაც.
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები