ქართული ოცნება: 100 მილიონი StopCov ფონდში ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ჩარიცხა

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
პარტია ქართულმა ოცნებამ დაადასტურა გუშინ, 8 აპრილს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ StopCov ფონდში 100 მილიონი მათმა თავმჯდომარემ გადარიცხა. მათი თქმით , ეს თანხა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ჩარიცხა.
"სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა ქართუ ფონდში რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა.
ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე გუშინ გვიან ღამით აისახა", — წერია პარტიის განცხადებაში.
13 მარტს ფონდმა ქართუმ გაავრცელა განცხადება, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში მზადაა, საჭიროებისა და დანაკლისის შემთხვევაში სახელმწიფოს ფინანსურად დაეხმაროს. ფონდის განცხადება მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ გაავრცელა:
"ქართუ ფონდი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად".
StopCov ფონდი მთავრობის ინიციატივით შეიქმნა და შეგროვებული თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა დაიხარჯოს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები