კორონავირუსი: საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის 3 შესაძლო სცენარი 2020 წელს
კვლევა თავდაპირველად გამოქვეყნდა Galt & Taggart-ის ვებსაიტზე
COVID-19 მსოფლიო პანდემიად გამოცხადდა და უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო რამდენიმე კვირის წინ.
ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ 2021 წლის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. ქვეყნების შიგნით არსებული მდგომარეობის შემსუბუქებაზე დადებით გავლენას მოახდენს ეფექტური სამკურნალო საშუალება, რომელიც ამ ეტაპზე არ არსებობს.
არსებული კრიზისი მსოფლიოში ამცირებს, როგორც მიწოდებას (რადგან წარმოება შეზღუდულად ოპერირებს და მიწოდების ჯაჭვები შეფერხებულია), ისე მოთხოვნას (სოციალური დისტანცია, გაურკვევლობა, სამუშაო ადგილების დაკარგვა).
ვირუსის შეჩერების ვადებზე გაურკვევლობა ეკონომიკურ პროგნოზირებას ართულებს, რადგან არ არსებობს მსოფლიოში შესადარი ისტორიული მაგალითი. ზოგიერთი ანალიტიკოსის მოსაზრებით, ვირუსის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე მე-2 მსოფლიო ომის მასშტაბებს გაუტოლდება.
კრიზისის საპასუხოდ განვითარებულმა ქვეყნებმა (აშშ, ევროკავშირი და სხვ.) მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება მოახდინეს.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წევრი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი თანხები გამოყვეს (IMF – 1 ტრილიონი დოლარი, WB – 12 მლრდ დოლარი, EBRD – 1 მლრდ დოლარი და სხვ.)
ვირუსის გავრცელება საქართველოში და რეაგირება
საქართველო ბიოლოგიური საფრთხეებისადმი მზაობის ინდექსით მსოფლიოს 195 ქვეყნიდან 42-ე ადგილს იკავებს.
გლობალური ჯანმრთელობის დაცვის ინდექსის (GHS) მიხედვით, მსოფლიოს მზაობა ეპიდემიებისა და პანდემიების მიმართ დაბალია (საშუალო ქულა 40.2-ია 100 მაქსიმალურიდან).
საქართველოს მზაობა (52.0 ქულა) მაღალშემოსავლიანი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (51.9) უტოლდება.
მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ვირუსის გავრცელების პრევენცია
მიღებულია შემდეგი უსაფრთხოების ზომები:
- გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
- საქართველოს საზღვრები ჩაიკეტა მგზავრებისთვის, ხოლო სატვირთო გადაზიდვებს შეზღუდვა არ ეხება
- შეწყდა სასწავლო პროცესი
- ოპერირებენ მხოლოდ სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტები
- მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადდა კარანტინი
- არ იზღუდება მშენებლობა, წარმოება და ტრანსპორტი
თბილისში სატრანსპორტო გადაადგილების სიხშირემ იკლო:
ეკონომიკური ღონისძიებები საქართველოში
✔ ტურიზმთან დაკავშირებულ კომპანიებს გადაუვადდათ 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადები.
✔ 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის დაახლ. 2,000 სასტუმრო მიიღებს საბანკო სესხის % 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას.
✔ ფასის სუბსიდირება: ბრინჯი, ფქვილი, მაკარონი, ხორბალი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები, წიწიბურა და ლობიო.
✔ კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ ლარით.
✔ დღგ-ს დაბრუნებები გაორმაგდება 1,200 მლნ ლარამდე, დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად.
✔ ეროვნულმა ბანკმა შეარბილა საბანკო რეგულაციები.
✔ 3 თვით გადავადდა საბანკო სესხების მომსახურება.
✔ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან (სავალუტო ფონდი და სხვა) დაფინანსების მოზიდვაზე დაჩქარდა მუშაობა.
✔ თბილისის მერიამ იჯარისგან გაათავისუფლა ღია კაფეები 2020 წელს, 3 თვით იჯარისგან გათავისუფლდნენ მცირე/საშუალო ბიზნესები.
საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის 3 შესაძლო სცენარი 2020 წელს
სცენარი I — ოპტიმისტური
ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელია მარტი-მაისის პერიოდში, ივნისიდან კი გამოცოცხლება. ვირუსის კონტროლის პერიოდია აპრილი-მაისი, ალბათობა — 10%, ეკონომიკური ზრდა კი 2.1% იქნება.
სცენარი II — შუალედური
ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელია მარტი-მაისის პერიოდში, გამოცოცხლება — ივნის-სექტემბერში, ოქტომბრიდან ისევ ვარდნა. ვირუსის კონტროლის კუთხით, აპრილი-მაისი შეკავების პერიოდია, ოქტომბერში ვირუსის ხელახალი გავრცელებაა მოსალოდნელი. ალბათობა — 50%, ეკონომიკური ზრდა კი -2.7% იქნება.
სცენარი III — პესიმისტური
ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელია მარტიდან წლის ბოლომდე. ვირუსის კონტროლი 2020 წელს ვერ შეჩერდება. ალბათობაა — 40%, ხოლო ეკონომიკური ზრდა -6.0%.
მოსალოდნელია უძრავი ქონების ფასებში წინა კრიზის მასშტაბის კორექცია, ამჟამად ფასების უფრო დაბალი დონის მიუხედავად.
საგარეო ბალანსის კორექტირება იმპორტის მნიშვნელოვანი შემცირებით იქნება შესაძლებელი
შიდა მოხმარების მესამედი სურსათია, რაც კრიზისის პირობებში ნაკლებად ეცემა
- საქართველოში მოხმარების მესამედი საკვებია (vs 8% ევროკავშირში)
- სურსათზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე ტურისტები საქართველოში ჩვენს შინამეურნეობებზე 5-ჯერ ნაკლებს ხარჯავენ
- სურსათის მოხმარება კრიზისის პირობებში უფრო ნაკლებად ეცემა, ვიდრე სხვა საქონელი/ მომსახურება
- ეკონომიკური იზოლაციის პირობებში სურსათის ადგილობრივი წარმოება ეკონომიკური აქტივობისთვის სტიმულია
სურსათის თვითუზრუნველყოფა მნიშვნელოვანია
კრიზისულ პერიოდში კერძო ინვესტიციები მკვეთრად ეცემა. შესაბამისად, ჯამურად ეკონომიკისთვის და ასევე სამშენებლო კომპანიებისა და ამ სექტორში დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანია მთავრობის ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდა.
სამშენებლო აქტივობა ეკონომიკური კრიზისის დროს მკვეთრად ეცემა.
მოსალოდნელია უძრავი ქონების ფასების კლება
COVID-19-ის მოსალოდნელი გავლენა საქართველოს ეკონომიკის სექტორებზე
ტურიზმსა და მომსახურების სხვა სექტორებში დასაქმებულია სამუშაო ძალის ნახევარი, როცა ეკონომიკაში მათი წილი 80%-მდეა. შესაბამისად, კრიზისს ეკონომიკაზე უფრო დიდი ნეგატიური გავლენა ექნება.
მოსალოდნელია უმუშევრობის მნიშვნელოვანი ზრდა.
რა უნდა გააკეთოს მთავრობამ?
მოკლევადიანი ღონისძიებები
- მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური შემწეობა/კომუნალური გადასახადების დაფინანსება
- ქონების გადასახადის განახევრება
- საგარეო დაფინანსების მოზიდვა
- ბიზნესის რეგულაციების გადახედვა/შეჩერება
- საპენსიო შენატანების შეჩერება დროებით
- ფინანსური პირობების შერბილება ბანკებისთვის (კაპიტალის მოთხოვნები და სხვ.)
- საბანკო რეგულაციების შემდგომი გამარტივება
- საავადმყოფოების აღჭურვა/გაძლიერება
- სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორების მხარდაჭერის გაგრძელება
საშუალო/გრძელვადიანი ღონისძიებები
- ახალი ეკონომიკური მოდელის შემუშავება მსოფლიოში შეცვლილი მდგომარეობის გათვალისწინებით
- არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მაქსიმალური გამოყენება (DCFTA და სხვა ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები)
- დარგების იდენტიფიცირება/წახალისება, სადაც მეტნაკლებად გვაქვს წარმოების პოტენციალი:
შიდა ბაზრისთვის
ექსპორტისთვის - უცხოური ინვესტიციების მოზიდვა
- განათლების სექტორის ძირეული რეფორმა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები