Twin Peaks 30 წლის გახდა — 20 საინტერესო ფაქტი სერიალის შესახებ
Twin Peaks დევიდ ლინჩისა და მარკ ფროსტის გახმაურებული სერიალია, რომელმაც სატელევიზიო სივრცე მთლიანად შეცვალა. ამ მისტიკური კრიმინალური სერიალის პრემიერა ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 8 აპრილს შედგა და სამი ათწლეულის შემდეგაც კი არ დაუკარგავს აქტუალობა.
ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ახლა სწორედ Twin Peaks-ის შესახებ 20 საინტერესო ფაქტს გიამბობთ, რომელმაც იქნებ კიდევ ერთხელ გიბიძგოთ ეს საყვარელი შოუ ხელახლა ნახოთ:
1. სერიალის თავდაპირველი სახელწოდება Northwest Passage (ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი) იყო
2. მიუხედავად ფანების ვარაუდისა, რომ ლორა პალმერის ეს ფოტო მსახიობ შერილ ლის რეალური, სერიალამდე გადაღებული პორტრეტია, სინამდვილეში ის ნამდვილად ამ შოუსთვის გადაიღო ფოტოგრაფმა კიმბერლი რაითმა
3. დევიდ ლინჩმა და მარკ ფროსტმა Twin Peaks-ის პირველი სეზონის ფინალის სამი სხვადასხვა ვერსია გადაიღეს
4. და მეორე სეზონში ლორა პალმერის მკვლელის ორი სხვადასხვა კანდიდატი ჰყავდათ, რათა სამსახიობო გუნდსაც არ სცოდნოდა მკვლელის ზუსტი ვინაობა
5. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მომენტი, როცა დეილ კუპერი ამბობს "ენი როგორ არის?" ორიგინალ სცენარში არ იყო და ის სავარაუდოდ, მსახიობის იმპროვიზაციაა
6. ამ სცენაში კი სინათლის ციმციმი შემთხვევით დაიწყო და განზრახ არ დაუგეგმავთ ასე
7. სცენარის მიხედვით ქალაქ ტვინ პიკსში 5 120 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ტელეარხ ABC-ის აზრით მეტად დასახლებული ქალაქი უფრო საინტერესო იქნებოდა, ამიტომაც მოსახლეობის რაოდენობა 51 201-მდე გაზარდეს
8. დევიდ ლინჩს ეს ზიგზაგისებური ხალიჩა ასევე გამოყენებული აქვს თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში Eraserhead
9. დევიდ ლინჩს მისი კიდევ ერთი საკულტო ფილმის, Mulholland Drive-ის გადაღება ოდრი ჰორნის პერსონაჟმა შთააგონა
ფოტო: ABC
ფოტო: Universal Pictures
10. შერილ ლი ვაშინგტონში თეატრის მსახიობი იყო, როცა სერიალში ლორა პალმერის როლი მიიღო
ფოტო: ABC
11. და დევიდ ლინჩს იმდენად მოეწონა ის ამ ამპლუაში, რომ მისთვის ახალი როლი შექმნა და მედი ფერგუსონის პერსონაჟიც მას განასახიერებინა
ფოტო: ABC
12. დევიდ ლინჩი ასევე ფიქრობდა, რომ შერილ ლის კიდევ სხვა, მესამე პერსონაჟის როლიც უნდა ეთამაშა
ფოტო: ABC
13. ბევრი ფიქრობს, რომ Twin Peaks-ის გადაღებისკენ მის შემქმნელებს მერილინ მონროს სიკვდილის ფაქტმა უბიძგა: დევიდ ლინჩი და მარკ ფროსტი თავიდან მონროს ბიოგრაფიის შესახებ ფილმის გადაღებას აპირებდნენ, თუმცა ამის უფლება ვერ მოიპოვეს და შემდეგ გადაიღეს Twin Peaks. მაყურებლები სწორედ მერილინ მონროსა და ლორა პალმერის (ორივე ქერათმიანი) "მისტიკურ" სიკვდილს ადარებენ ხშირად ერთმანეთს
ფოტო: ABC
ფოტო: Bert Parry
14. ჰარი გოაზი (ენდი ბრენანის როლის შემსრულებელი) დევიდ ლინჩის მძღოლი იყო, როცა რეჟისორმა ის სერიალში როლზე დაამტკიცა
ფოტო: ABC
15. სერიალში ასევე ეპიზოდურ როლს ასრულებს ლინჩის შვილი ჯეკ ლინჩი
ფოტო: ABC / OLIVIER LABAN-MATTEI
16. Twin Peaks-ის მეორე სეზონის პირველი ეპიზოდი სტივენ სპილბერგს უნდა გადაეღო, თუმცა შემდეგ ლინჩმა გადაწყვიტა, რომ თავად ყოფილიყო ამ სერიის რეჟისორი
ფოტო: ABC
17. მეორე სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდი (ეპიზოდი 15) მსახიობმა დაიან კიტონმა გადაიღო
ფოტო: ABC
18. მსახიობმა კატრინ კოლსონმა ეს პატარა მორი გადასაღები მოედნიდან შეინახა და ხშირად ფანებს თავისი პერსონაჟის მსგავსად ამ მორით ხელში ხვდებოდა
ფოტო: ABC
19. სერიალის მიხედვით დევიდ ლინჩის შვილმა, ჯენიფერ ლინჩმა წიგნი — ლორა პალმერის საიდუმლო დღიური დაწერა
20. დევიდ ლინჩსა და მარკ ფროსტს თავიდანვე ჰქონდათ დაგეგმილი სერიალის გაგრძელების გადაღება, რომელიც 26 წლის შემდეგ, 2017 წელს მართლაც გამოჩნდა ეკრანებზე
ფოტო: SUZANNE TENNER / SHOWTIME
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები