ჩინეთში ძაღლის ხორცის საკვებად გამოყენების აკრძალვას გეგმავენ
ჩინეთის მთავრობამ მკაფიოდ გამოთქვა სურვილი, რომ ადამიანების მიერ ძაღლების საკვებად გამოყენების პრაქტიკა დასრულდეს.
ამასთან დაკავშირებით განცხადება ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "კაცობრიობის განვითარებასთან" ერთად ცხოველების კეთილდღეობის მნიშვნელობა და ცხოველებიდან ადამიანებზე გადამდები დაავადებების პრევენცია იზრდება.
როგორც The Guardian წერს, ამავე განცხადებაში ნახსენებია, რომ ძაღლი "ადამიანის განსაკუთრებული თანამგზავრია" და მას საერთაშორისო მასშტაბით საკვებ ხორცად არ იყენებენ, შესაბამისად ეს სახეობა იმ სიიდან უნდა ამოიღონ, რომელიც ცხოველთა ფერმებს უფლებას აძლევდა ძაღლები შემდგომში საკვებად გამოსაყენებლად გაეზარდათ.
თებერვალში ჩინეთის ერთ-ერთ დიდ ქალაქში, შენჯენში კატებისა და ძაღლების საკვებად გამოყენება აკრძალეს, რამაც ცხოველების უფლებადამცველებს იმედი მისცა, რომ იმავეს ქვეყნის დანარჩენ ნაწილშიც გაიმეორებდნენ. მთავრობის ახალი განცხადება კი სწორედ ამას მოასწავებს.
"ეს სამინისტროსგან პირველი გზავნილია, რომ ძაღლები საკვებისთვის გამოსაყენებელი ცხოველები არ არიან. ეს ადგილობრივ ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, რომ შენჯენის მაგალითს თამამად მიჰბაძონ", — ამბობს ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის პრევენციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პოლ ლითლფეირი.
ცხოველთა დაცვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, ჰუმანური საზოგადოების (HSI) წარმომადგენლის, ვენდი ჰიგინსის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოწოდებამ, შესაძლოა, ჩინეთში ცხოველების უფლებების მხრივ მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალოს:
"ჩინეთის მოსახლეობის უმეტესობა ძაღლისა და კატის ხორცს არ ჭამს, შესაბამისად, მათაც სურთ, რომ ძვირფასი ოთხფეხა მეგობრების მოპარვა და შემდეგ ხორცის ბაზარზე გაყიდვა დასრულდეს, რითიც სარგებელს მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი იღებს".
ჰუმანური საზოგადოების საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთში 10-დან 20 მილიონამდე ძაღლს კლავენ საკვებად გამოყენებისთვის და მათი უმეტესობა პატრონებისგან მოპარულია და არა სპეციალურ ფერმებში გაზრდილი.
ჩინეთში ამ საკითხებზე მსჯელობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 2020 წლის იანვარში კორონავირუსის პანდემიამ იფეთქა და ამის გამომწვევ მთავარ მიზეზად გარეული ცხოველების ხორცის ბაზრობა ითვლება.
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
კომენტარები