როგორ წარმოედგინათ მომავლის ცხოვრება გასულ საუკუნეში
კაცობრიობა ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იყო მომავლით გატაცებული. დროის ცვლამ ჩვენს ცნობისმოყვარეობას ვერაფერი დააკლო, რადგან არც ახლა არ ვიტყოდით უარს იმის გაგებაზე, რა გველის წინ, თუნდაც ეს იყოს ყველაზე საშიში სცენარი — ზომბი აპოკალიფსი თუ უცხოპლანეტელებთან კონტაქტი.
Angie's List-მა გასულ საუკუნეში შესრულებული მომავლის ამსახველი ჩანახატები შეკრიბა. როგორც აღმოჩნდა, ძველად ეგონათ, რომ წინ დიდი მიღწევები გველოდა. მართალია, მოლოდინები ნაწილობრივ გავამართლეთ, მაგრამ არავინ რეცხავს წყალგაუმტარ დივანს წყლის ჭავლით და არც რობოტები გვიკეთებენ გრიმს (თუმცა, ძალიან კომფორტული კი იქნებოდა).
ქვემოთ ჩამოთვლილი ილუსტრაციები სხვადასხვა ფილმის და ნაწარმოების შთაგონებით შეიქმნა. მათ შორისაა ფილმი უკან მომავალში, ასევე იტალიელი გრაფიკული დიზაინერის, ჯო ჩეზარე კოლომბოს ილუსტრაცია და ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორის, გრეგორი ბენფორდის ნოველა.
მომავლის მისაღები ოთახი (50-იანი წლები)
რა შეიძლება კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევა იყოს? 50-იან წლებში მოღვაწე სამეცნიერო ჟურნალისტის, ვოლდემარ კემფერტის აზრით, ეს არის წყალგაუმტარი საყოფაცხოვრებო ნივთები. სტატიაში ის წერს, რომ 2000 წლისთვის აბსოლუტურად ყველაფერი წყალგაუმტარი მატერიისგან იქნებოდა დამზადებული.
თავდაპირველ ილუსტრაციაში ჯეინი დივანს წყლის ჭავლით ასუფთავებდა და შემდეგ ელოდებოდა, როდის დაიცლებოდა ოთახი წყლისგან (ამისთვის, ოთახის შუაში სპეციალური ხვრელი იქნებოდა განკუთვნილი, რომელსაც შემდეგ ხალიჩით დაფარავდნენ). როდესაც ოთახში წყლის არც ერთი წვეთი არ იქნებოდა დარჩენილი, ჯეინი სპეციალურ ფენს ჩართავდა და ცხელი ჰაერი მთლიან ოთახს გააშრობდა.
ავტორის სასიკეთოდ უნდა ითქვას, რომ იმავე სტატიაში მან ტელეფონით შოპინგი ზუსტად იწინასწარმეტყველა.
ორიგინალი ილუსტრაცია
მომავლის სამზარეულო (60-იანი წლები)
კემფერტის აზრით, მომავალში ჭურჭლის რეცხვაზე დროის დასაზოგად სპეციალური პლასტმასის თეფშები შეიქმნებოდა, რომელიც ცხელ წყალში რეცხვის დროს დადნებოდა. საოჯახო დანადგარების ერთ-ერთი კომპანია კი კიდევ უფრო შორს წავიდა და იფიქრა ისეთ სარეცხ მანქანაზე, რომელიც ჭურჭელს ულტრაბგერითი ტალღებით გარეცხავდა.
კომპანია ფრიჯიდერი, ისევე როგორც მწერალი კემფერტი, ინტერნეტის მსგავს ქსელზეც კი წერდა. მათი წარმოსახვით, შეიქმნებოდა ტელევიზორ-ტელეფონი, სადაც ლაპარაკი ყოველგვარი სადენების გარეშე, დისტანციურად შეიძლებოდა. ამ დანადგარის მეშვეობითვე შეძლებდი, მრგვალი შუშის ღუმელი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩაგერთო (ისევე, როგორც გაგეღო და დაგეხურა ფანჯრები).
ორიგინალი ილუსტრაცია
ერთი სიტყვით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Smart House-ის კონცეფცია 60-იანებში შეიქმნა.
მომავლის საძინებელი (60-იანი წლები)
ჯო კოლომბო დიზაინერი იყო, რომელსაც ადაპტაციის უნარის მქონე სისტემების სჯეროდა. 1969 წელს მან "სამომავლო საცხოვრებლის" პროექტში წამოიდგინა სახლი, რომელიც მოიცავდა "ცენტრალური საცხოვრებლის" მოსასვენებელ სივრცეს, კონდიცირებულ "სამზარეულო-ბოქსს" და სურათზე ასახულ "ღამის საკანს".
"ღამის საკანი" გაფორმებული იქნებოდა ფილმ ბარბარელას სტილში, კლიმატ-კონტროლის მქონე საძილე უჯრით, სააბაზანოთი და გარდერობით.
ორიგინალი ილუსტრაცია
მსგავსი საძინებელი სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწარმოებებისთვის ზედგამოჭრილია.
მომავლის გასართობი ოთახი (60-იანი წლები)
პოლ ალექსანდერმა სპეციალურად გეიმერებისთვის შექმნა ოთახი, სადაც ისინი თამაშთან ერთად, ბუნებასთან ახლო კონტაქტსაც შეძლებდნენ.
გემიერებს შეეძლებოდათ აუზში ნებივრობა, პინბოლის თამაში და თეფშის ფორმის დივანში მეგობართან ერთად მოკლათება.
ალექსანდერი არქიტექტურითა და სარეკლამო საქმით იყო დაკავებული, შემდეგ კი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ჟურნალის და წიგნების დიზაინერი გახდა. იყო დრო, როცა ის ტექნოლოგიების დიზაინის გურუდ იყო აღიარებული, მაგრამ ახლა ძირითადად წიგნების ილუსტრატორად მუშაობს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კომპიუტერით შესრულებული ილუსტრაციები ნორმა გახდა.
ორიგინალი ილუსტრაცია
მომავლის აბაზანა (80-იანი წლები)
ტიმ ფლატერი და ედვარდ ეითი მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, რომ 80-იან წლებში 2015 წლისთვის შესაფერისი დიზაინი შეექმნათ. "ძალიან მოტივირებული ვიყავით, რომ ისეთი დიზაინი შეგვექმნა, 25 წლის შემდეგ სულელები არ გამოვჩენილიყავით", — ამბობდა ეითი. მათ შექმნეს სახლის დიზაინი, რომლის კედელში ჩამონტაჟებული იქნებოდა კომპიუტერული სამედიცინო დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ცენტრი.
"ჭკვიანი სახლის" მოდულზე შექმნილ აბაზანაში გათვალისწინებული იყო ორთქლის სანიტარული კაბინები და სპეციალური ლაზერები, რომელიც მკვდარ კანს მოგაშორებდათ.
ორიგინალი ილუსტრაცია
მომავლის გამოსაცვლელი ოთახი (1900-იანი წლები)
ილუსტრაციაში სახელად ქალბატონი გამოსაცვლელ ოთახში მომავლის ესთეტიური და პრაქტიკული ტექნოლოგიები ჩანს, რომელიც ზამბარებითა და რობოტებით იმართება.
ახალგაზრდა ქალი სავარძელში ზის და ღილაკებით მთლიან ოთახს მართავს. სანამ ის ისვენებს, რობოტები მის მაკიაჟზე ზრუნავენ. იდეა ნამდვილად ძალიან კარგია, თუმცა ცოტა რთულად განსახორციელებელია.
ორიგინალი ფოტო
საინტერესოა, როგორ იცვლება მომავლის კონცეფცია. 50-იანებში მომავლის დიდი გამოწვევა საყოფაცხოვრებო საქმეების შემსუბუქება იყო. დღეს კი კაცობრიობია იმდენად წინ მიიწევს, რომ წარსულში ნახსენები პრაქტიკული იდეები შეუმჩნეველი რჩება.
თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ათწლეულების წინ მოფიქრებული ზოგიერთი დიზაინი 2020 წელსაც სამომავლო კონცეფციად რჩება. ასე რომ, თუ გადაწყვეტ, სახლი მომავლის თემატიკით მოაწყო, თავისუფლად შეგიძლია ერთ-ერთი ჩანახატით იხელმძღვანელო. რა თქმა უნდა, მისაღები ოთახის წყლის ჭავლით გარეცხვას თუ არ ჩავთვლით.
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
კომენტარები