კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, იქნება სასულიერო პირი, მრევლი თუ ათეისტი — ხაზარაძე
ლელოს დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კანონი ყველაზე ერთნაირად უნდა მოქმედებდეს. ამის შესახებ მან On.ge-სთან განაცხადა.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვა სახელმწიფომ გამონაკლისების გარეშე უნდა უზრუნველყოს და იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისებს დაუშვებს, ეს არა ორმაგი სტანდარტით, არამედ, გასაგები მიზეზებით უნდა მოხდეს.
"სასულიერო პირიც და მრევლიც არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, ხელისუფლება როცა იღებს კანონს, ყველა ვალდებულია დაემორჩილოს. ხელისუფლებამ უნდა დაამყაროს ეს წესრიგი და თუ ვერ ამყარებს, ეს მისი პრობლემაა. თუ ვინმე არღვევს კანონს, არ აქვს მნიშვნელობა, სასულიერო პირი იქნება, მრევლი თუ ათეისტი... თუ წითელზე გაივლის მანქანა, რომელზეც ზის სასულიერო პირი, ხომ დააჯარიმებენ? თუ გვინდა სახელმწიფო გვქონდეს, კანონი ყველასთვის უნდა იყოს ერთი", — ამბობს ის.
ხაზარაძე საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებზე, როცა გახარიამ თქვა, რომ ახალი წესები ყველას ეხება, თალაკვაძემ კი აღნიშნა, რომ რწმენისა და აღმსარებლობის უფლების შეზღუდვაზე დეკრეტში საუბარი არ არის.
"ეს ნიშნავს, რომ მათ ვერ გაითვალისწინეს ეს მდგომარეობა, ვერ დაამყარეს სწორი კომუნიკაცია ეკლესიასთან, ვერ აუხსნეს საშიშროების თემა. ექიმებმაც, რომლებსაც ჩვენ ვენდობით და ვუყურებთ, მკაფიოდ არ ჩამოაყალიბეს თავიანთი პოზიცია, ბევრი ენის მოჩლექვა იყო და ა.შ. კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი, თუ რამე გამონაკლისია, ეს უნდა იყოს გასაგები გამონაკლისი ყველასთვის. უპირველეს ყოვლისა, ამაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. მან უნდა მოაგვაროს ეს ეკლესიასთან, ბიზნესსა თუ სუპერმარკეტთან, მან უნდა დაალაგოს ის უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ადამიანების დაიცავს, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას", — ამბობს ხაზარაძე On.ge-სთან.
კითხვას, აქვს თუ არა თავისი წილი პასუხისმგებლობა მრევლზე ეკლესიას, ხაზარაძე პასუხობს, რომ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის განსხვავებული მოსაზრებები სასულიერო პირების ნაწილმა კარგად ვერ გაიგო და ეს განცხადებები მკაფიო უნდა ყოფილიყო.
"ხელისუფლებამ ისეთი გაუგებარი, ორმაგი სტანდარტის განცხადებები გააკეთა, რომ ზოგმა სასულიერო პირმა კარგად გაიგო, ზოგმა ვერ გაიგო და თქვა, რომ "მერე რა მოხდა". ზოგი სუპერმარკეტს ადარებს ამ სიტუაციას. ახსნა-განმარტება, მკაცრად და მკაფიოდ გამოსვლა ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. მე არ ვემხრობი იმას, როცა ამბობენ, რომ დაარღვევენ საგანგებო მდგომარეობის პირობებს, 9 საათამდე შეიკრიბებიან და 6-მდე ტაძარში იქნებიან. ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია", — ამბობს ლელოს ლიდერი.
მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფო ვერ იღებს ამ პასუხისმგებლობას, არც ქუჩაში შეკრებილი სამი და ხუთი ადამიანის დაჯარიმების პრეტენზია უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ქართული ოცნება კეკლუცობს და არჩევნებზე ფიქრობს.
"ესენი ეკეკლუცებიან მრევლს, ეკეკლუცებიან ეკლესიას, იმისთვის, რომ ფიქრობენ არჩევნებზე. აქ ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ადამიანების ჯანმრთელობაზე, უკლებლივ ყველაზე, ჩვენი მამაოების, პატრიარქის პირველ რიგში და მეუფეების ჯანმრთელობაზე. ღმერთმა დაიფაროს, სამწუხარო ფაქტები მოდის სხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიებიდან. მე არ მინდა მსგავსი სურათი ვიხილო ჩვენს ეკლესიაში", — ამბობს ის.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ვიღაცებს უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს "ვიღაც ან ეკლესიას ებრძვის, ან რელიგიას" და ასე არ არის. ლელოს ლიდერი აღნიშნავს, რომ რისკი საკმაოდ მაღალია და ეხება ყველას.
"პანდემია და ინფექცია არ არჩევს არავის წარმოშობის, რელიგიური თუ სოციალური მდგომარეობის მიხედვით. სწორედ ამას ემსახურება კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა", — აღნიშნავს ის.
On.ge-ს კითხვას, თავად დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას, მამუკა ხაზარაძე უარყოფითად პასუხობს და აღნიშნავს, რომ არც ერთი აღდგომა არ გაუცდენია. მისივე აზრით, ეკლესიის კარები არ უნდა დაიხუროს და წირვა-ლოცვა ჩატარდეს, მაგრამ მრევლის გარეშე.
"ეს არის ჩვენი ხვედრი და გამოწვევა, უნდა გადავიტანოთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მოხუც ადამიანებზე. ღმერთმა დაგვიფაროს და ეს რომ გავრცელდეს და პიკს მიარტყას, ჩვენი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს, ვერც მორალურად და ვერც ფიზიკურად. ღმერთი არ უნდა გამოვცადოთ, ეს ბიბლიაშიც ნათქვამია", — აღნიშნავს ის.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო კარანტინის პირობებში, სამზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. მიუხედავად ამისა, ეკლესიებსა და ტაძრებში მსახურება გრძელდება და მრევლი, ძირითადად, სოციალური დისტანციის დაცვით წირვებს ჩვეულ რეჟიმში ესწრება.
პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, შესაბამისად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც. ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის კი სასულიერო პირებს სამი რეკომენდაცია სმს-ით გაუგზავნეს.
12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებში სააღდგომო ღვთისმსახურებას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებენ.
სამთავრობო გუნდი ისევ აცხადებს, რომ საკარანტინო შეზღუდვები ეხება ყველას და სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრებაც საკომენდანტო საათის დარღვევა იქნება, თუმცა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებისთვის ეკლესიაში არავინ დაუჯარიმებიათ.
მინისტრთა კაბინეტის წევრები უარს ამბობენ ეკლესიაში მისვლაზე და მოქალაქეებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
- გახარიას თქმით, სააღდგომო ლიტურგიას თვალს ტელევიზორით მიადევნებს და სხვებსაც იმავეს მოუწოდებს
- ამ პროცესს დავაკვირდებით ტელევიზორიდან — სააღდგომო ლიტურგიაზე ჯანდაცვის მინისტრიც არ მიდის
- სააღდგომო ლიტურგიას ვერც მე და ვერც ჩემი ოჯახი ვერ დავესწრებით — სოფლის მეურნეობის მინისტრი
- ტელევიზიით მივადევნებთ თვალ-ყურს — სააღდგომო ლიტურგიაზე ეკონომიკის მინისტრიც არ მიდის
- ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე არ წავა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 68 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 3. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს, სწორედ საეკლესიო დღესასწაულების დროს ელოდებიან.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
კომენტარები